ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დიანა ბაღათურია (დ. 11 აგვისტო, 1958, ახალციხე) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1982–1984 წლებში იყო თბილისის №1 საავადმყოფოს ზოგადი რეანიმაციის განყოფილების ექიმი–რეანიმატოლოგი. 1984–1986 წლებში მუშაობდა მოსკოვის ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტში. 1986–1990 წლებში ამავე ინსტიტუტში გაიარა მიზნობრივი, დასწრებული ასპირანტურის კურსი კარდიოლოგიის პროფილით. 1990–1992 წლებში იყო თბილისის კარდიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1992 წლიდან ამავე ინსტიტუტის დიაგნოსტიკის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომის.

1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „პარკუჭთა შუა ძგიდის დეფექტების ანატომო–ჰემოდინამიკური დიაგნოსტიკა ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფიით და დოპერექოკარდიოგრაფიით ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში.“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 32

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება