დიადინის სამების ეკლესია

დიადინის სამების ეკლესია (რუს. Церковь Троицы Живоначальной) — მართლმადიდებლური ეკლესია ხუტორ დიადინში, როსტოვის ოლქი[1], რუსეთის ფედერაცია. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვოლგოდონისა და სალსკის ეპარქიას. არის XIX საუკუნის არქიტექტურის ძეგლი, რომელიც აგებულია დონის მხარისათვის ნაკლებად ნაცნობ ბიზანტიურ სტილში[1].

დიადინის სამების ეკლესია
დიადინის სამების ეკლესია — რუსეთი
დიადინის სამების ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა დიადინი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
საიტი http://troica-djadin.cerkov.ru
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) კ. კიუნცელი, პ. სტუდენიკინი
დეტალები
მასალა აგური
გარე სურათები
ეკლესია 2010 წელს
ეკლესია 2016 წელს

მისამართი: რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, ბელოკალიტვინის რაიონი, დიადინი, სტახანოვის ქუჩა № 1А[2].

ისტორია რედაქტირება

1882 წლის ზაფხულში ხუტორების, დიადინისა და პოცელუევის კაზაკები შეხვდნენ დონისა და ნოვოჩერკასკის მთავარეპისკოპოსს მიტროფანეს და ხუტორში სამების ეკლესიის აშენების სურვილი გააცნეს. მიტროფანემ კაზაკებს ეკლესიის აშენების ნება დართო. კაზაკებმაც არ დააყოვნეს და 1882 წლის 30 ნოემბერს ორი ხუტორის თავკაცებმა მიიღეს გადაწყვეტილება სამების ეკლესიის აშენების შესახებ. 1833 წელს ტაცინის დეკანოზმა იოანემ მოინახულა ადგiლი სადაც უნდა აეშენებინათ ეკლესია. მაგრამ 1883 წლის 13 მარტს დონის სასულიერო საზოგადოების კრებაზე მოულოდნელად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეკლესია არ აშენდებოდა. მიზეზად დაასახელეს მრევლის სიმცირე. ამავე წლის 11 ოქტომბერს საზოგადოებამ ხელახლა განიხილა ეს საკითხი და კვლავ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო.

ხუტორების მცხოვრებმა კაზაკებმა სურვილზე ხელი მაინც არ აიღეს და 1885 წლის 14 თებერვალს მესამე განხილვის დროს დონის სასულიერო საზოგადოებამ ტაძრის მშენებლობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. 1886 წლის 9 აპრილს წმინდა სამების სახელობის ეკლესიის საფუძველში პირველი სიმბოლური ქვა ჩადეს.

ეკელსია შენდებოდა, მომდევნო რვა წლის მანძილზე და 1894 წლის 18 ივლისს ეკლესია აკურთხეს. 1894 წლიდან ეკლესიასთან გაიხსნა საეკლესიო-სამრევლო სკოლა. 1896 წელს მასში სწავლობდა 40 ბიჭი და 24 გოგონა. 1906 წელს ასევე გაიხსნა მეორე საეკლესიო-სამრევლო სკოლა.

სამოქალაქო ომის შემდეგ, 1922 წლის გაზაფხულზე საბჭოთა ხელისუფლებამ დონის ტერიტორიაზე დაიწყო ღირებული საეკლესიო ქონების ხელში ჩაგდების კამპანია. ამ პერიოდში გაიძარცვა დიადინის სამების ეკლესიაც. 1937 წელს ეკლესია დაიკეტა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იგი გამოიყენებოდა როგორც ხორბლის საწყობი. ეკლესიის გუმბათიდან ჩამოხსნეს ჯვარი და რაც მთავარია გაანადგურეს არქიტექტურული დეტალები. მრავალი წლის შემდეგ, მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 2007 წელს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის მთავარეპისკოპოსმა პანტელეიმონმა აღადგინა მრევლი, რომელიც ოფიციალურად დარეგისტრირდა 2009 წელს. ამ მომენტიდან იწყება ეკლესიის აღორძინება.

მისი პირველი წინამძღვარი გახდა ალექსანდრე პეტრეს ძე კალაბუხოვი.

აღწერა რედაქტირება

ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი სტილის ნაგებობაა და გეგმაში წარმოადგენს ბერძნულ-რომაული სტილის ჯვარს. მისი არქიტექტურული ელემენტები და დეკორი ემსგავსება შუა საუკუნეების ტრადიციულ ბიზანტიური ტაძრების არქიტექტურას, რომელიც გავრცელებულიიყო სერბეთისა და ბულგარეთის ტერიტორიაზე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება