დვარკა
დვარკა (ჰინ. द्वारका) − ქალაქი და მუნიციპალიტეტი დევბჰუმი-დვარკის რაიონში, ინდოეთის შტატ გუჯარათში. მდებარეობს ოხამანდალის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროზე, მდინარე გომთის მარჯვენა სანაპიროზე, კაჩის ყურის შესართავთან, არაბეთის ზღვის სანაპიროზე.
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
დვარკა | |
ქვეყანა | ინდოეთი |
კოორდინატები | 22°14′25″ ჩ. გ. 68°58′07″ ა. გ. / 22.24028° ჩ. გ. 68.96861° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 0±1 მეტრი |
მოსახლეობა | 38 873 (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC+05:30 |
სატელეფონო კოდი | 2892 |
საფოსტო ინდექსი | 361335 |
დვარკაში მდებარეობს დვარკადჰიშის ტაძარი, რომელიც კრიშნას სახელზეა აგებული და ერთ-ერთია ინდუიზმის მომლოცველთა ოთხ წმინდა ძეგლს შორის, რომლებსაც ჩარდჰამი ეწოდება და შანკარამ ქვეყნის ოთხ კუთხეში დააარსა. ტაძარი დაარსდა როგორც სამონასტრო ცენტრი და დვარკის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია. დვარკა ერთ-ერთია ინდოეთის შვიდ უძველეს რელიგიურ ძეგლს შორის.[1][2]
დვარკა „კრიშნას მოლოცვის წრის“ ნაწილია, რომელიც მოიცავს: ვრინდავანს, მათურას, ბარსანას, გოკულს, გოვარდჰანს, კურუკშეტრასა და პურის.[3] დვარკა ერთ-ერთია ინდოეთის კულტურული მემკვიდრეობის 12 ძეგლს შორის, რომლებიც სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ინდოეთის მთავრობამ HRIDAY-ის პროგრამისთვის შეარჩია.[4]
ქალაქი ცხელ და არიდულ კლიმატურ ზონაშია და 16 დღიანი წვიმის სეზონი აქვს. 2011 წელს დვარკის მოსახლეობა 38 873 ადამიანს შეადგენდა. მთავარი დღესასწაული, ბჰადრაპადა, აგვისტო-სექტემბერში აღინიშნება.
გეოგრაფია
რედაქტირებადვარკა კაჩის ყურის შესართავთან, ოხამანდალის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროზე, მდინარე გომთის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს.[5] გომთი XIX საუკუნემდე ნავსადგური იყო.[6]
კლიმატი
რედაქტირებაკიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, დვარკა სუბტროპიკული უდაბნო/დაბალი განედების არიდული ცხელი კლმატის სარტყელშია მოქცეული. ჰოლდრიჯის სასიცოცხლო ზონების ბიოკლიმატური კლასიფიკაციით, დვარკა სუბტროპიკული ტყიანი მიწების ბიომს მიეკუთვნება.[7] საშუალო წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი 403 მმ-ია. წვიმის პერიოდი 16 დღეს გრძელდება. შედარებით მშრალი პერიოდი ივნისიდან სექტემბრამდეა. საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა 30 °C-ია (86 °F). რეკორდული ტემპერატურა 42.7 °C-ია (108.9 °F). საშუალო მინიმალური ტემპერატურა 23.6 °C-ია (74.5 °F), ხოლო რეკორდული მინიმუმი − 6.1 °C (43.0 °F). საშუალო წლიური შეფარდებითი ტენიანობის მაჩვენებელი 72%-ს უდრის, ხოლო მაქსიმალური − 80%-ს.
ჰავის მონაცემები — დვარკა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
რეკორდულად მაღალი °C | 34.0 | 36.5 | 38.8 | 41.1 | 42.7 | 39.5 | 36.4 | 33.8 | 39.4 | 40.0 | 37.6 | 35.2 | 42.7 |
საშუალო მაღალი °C | 26.4 | 27.2 | 28.7 | 30.3 | 31.8 | 32.4 | 31.1 | 30.0 | 30.7 | 31.7 | 31.6 | 28.4 | 30.0 |
საშუალო დაბალი °C | 16.5 | 18.7 | 22.3 | 25.2 | 27.4 | 28.4 | 27.6 | 26.4 | 26.1 | 24.9 | 21.7 | 17.9 | 23.6 |
რეკორდულად დაბალი °C | 6.1 | 8.3 | 7.8 | 17.2 | 20.0 | 22.0 | 21.3 | 20.6 | 21.8 | 16.7 | 12.2 | 8.3 | 6.1 |
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) | 1.0 | 1.0 | 0.6 | 0.0 | 0.0 | 66.5 | 188.8 | 141.8 | 84.4 | 3.9 | 2.2 | 0.5 | 490.8 |
წვიმიანი დღეები საშუალოდ | 0.1 | 0.1 | 0.1 | 0.0 | 0.0 | 2.2 | 6.6 | 5.5 | 2.7 | 0.5 | 0.1 | 0.1 | 17.9 |
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) | 53 | 62 | 73 | 77 | 79 | 79 | 83 | 83 | 80 | 72 | 56 | 49 | 70 |
წყარო: India Meteorological Department[8][9] |
დემოგრაფია
რედაქტირება2011 წლის აღწერის მიხედვით, დვარკის მოსახლეობა 38 873 ადამიანს შეადგენდა (20 306 კაცი და 18 567 ქალი).[10][11] დვარკაში წერა-კითხვის ცოდნის დონე 75.94%-ია, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე, 78.03%-ზე ნაკლებია. მამაკაცებს შორის წერა-კითხვის ცოდნის დონე 83%-ს შეადგენს, ხოლო ქალებს შორის ― 68.27%-ს. მოსახლეობის 11.98% 6 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება.[10]
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებატაძრები
რედაქტირებადვარკა წმინდა ქალაქად მიიჩნევა და ტაძრებითაა ცნობილი. იგი ინდუსი მომლოცველებისთვის ერთ-ერთ რელიგიურ ცენტრს წარმოადგენს. ქალაქის ცენტრში დვარაკადიშას ტაძარი მდებარეობს, რომელსაც ჯაგატ მანდირსაც უწოდებენ. დვარაკადიშა ვიშნუისტური სალოცავია.[2] აიგო რაჯა ჯაგატ სინგჰ რათორის მიერ.[12] ტაძარი დასავლეთისკენაა მოქცეული. ზღვის დონიდან 12.19 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ვარაუდობენ, რომ ტაძრის ადგილი 2 500 წლის წინანდელია და ის ადგილია, სადაც კრიშნამ საკუთარი ქალაქი და ტაძარი ააგო. თავად დარაკადიშას ტაძარი XVI საუკუნით თარიღდება.[2][13] ხუთგანყოფილებიანი ტაძარი 72 სვეტზეა აგებული. ტაძრის სიმაღლე 78 მეტრია. ცენტრში აღმართულ სვეტზე დიდი დროშაა განთავსებული, რომელზეც მზე და მთვარეა გამოსახული.[13][2] ტაძრის მთავარი ღვთაებაა დვარკადეში, რომელიც ვიშნუს ავატარია და ოთხი ხელით გამოისახრება.[13]
რუკმინი დევის ტაძარი, რომელიც რუკმინის, კრიშნას მთავარ დედოფალს ეძღვნება, დვარკიდან 2 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. გადმოცემის თანახმად, ტაძარი ჯერ კიდევ 2 500 წლის წინ აიგო, მაგრამ დღევანდელი ფორმით XII საუკუნეში ააშენეს. მდიდრულად გამოყვანილი ტაძრის ექსტერიერი ღმერთებისა და ქალღმერთების ქანდაკებებითაა გაფორმებული.[14]
შუქურა და ტბა
რედაქტირებადვარკის ნახევარკუნძულზე შუქურა მდებარეობს, საიდანაც ქალაქის პანორამა იშლება. ერთ ადგილას განთავსებული შუქურა ზღვის დონიდან 21 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. შუქი 16 კმ-ის მანძილზე ჩანს. შუქურის კოშკის სიმაღლე 12 მეტრია.
ქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს ტბა (ან აზვი), რომელსაც გოპი ტალაბი ეწოდება.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Apte, Prakash Madhusudan (2012). The Building of Gandhinagar: New Capital of Gujarat, India. Prakash M Apte. ISBN 978-93-81205-53-2.
- Bandyopadhyay, Deepak (11 June 2014). Hinduism. Rupa Publications India Pvt. Ltd 2014. ISBN 978-81-291-3428-8.
- Bansal, Sunita Pant (1 January 2008). Hindu Pilgrimage. Pustak Mahal. ISBN 978-81-223-0997-3.
- Brockman, Norbert (13 September 2011). Encyclopedia of Sacred Places. ABC-CLIO. ISBN 978-1-59884-655-3.
- Desai, Anjali H. (2007). India Guide Gujarat. India Guide Publications. ISBN 978-0-9789517-0-2.
- Deshpande, Aruna (2005). India: A Divine destination. Crest Publishing House. ISBN 81-242-0556-6.
- Dharaiya, Ramanlal Kakalbhai (1970). Gujarat in 1857. Gujarat University.
- Findlay, Alexander George (1876). A Directory for the Navigation of the Indian Ocean: With Descriptions of Its Coasts, Islands, Etc., from the Cape of Good Hope to the Strait of Sunda and Western Australia : Including Also the Persian Gulf, the Winds, Monsoons, and Currents, and the Passages from Europe to Its Various Ports. Richard Holmes Laurie.
- Kapoor, Subodh (2002). The Indian Encyclopaedia. Cosmo Publications. ISBN 978-81-7755-257-7.
- nn (1964), Śāradā pīṭha pradīpa, Volumes 4-6, Indological Research Institute, Dwārka, https://books.google.com/books?id=kV45AAAAIAAJ&q=dwarka+temple+destroyed
- Paramāra, Thomasa (1996). Temples of Gujarat Built During the Mughal Period. Thomas B. Parmar.
- Sah, S. L. (1 January 1995). Renewable and Novel Energy Sources. M.D. Publications Pvt. Ltd.. ISBN 978-81-85880-82-2.
- Sen, Sailendra (2013). A Textbook of Medieval Indian History. Primus Books, გვ. 115. ISBN 978-93-80607-34-4.
- Singh, N.K.; Mishra, A.P. (2010), Global Encyclopaedia of Indian Philosophy, Volume 1, Global Vision Publishing House, ISBN 9788182202948, https://books.google.com/books?id=U7xOAQAAIAAJ&q=%22sharada+matha%22+dwarka
- Singh, Upinder (2008). A History of Ancient and Early Medieval India: From the Stone Age to the 12th Century. Pearson Education India. ISBN 978-81-317-1677-9.
- Sridharan, K. (1 January 2000). Sea: Our Saviour. Taylor & Francis. ISBN 978-81-224-1245-1.
- Yadava, S. D. S. (1 January 2006). Followers of Krishna: Yadavas of India. Lancer Publishers. ISBN 978-81-7062-216-1.
- Yagnik, Achyut; Sheth, Suchitra (1 January 2005) The Shaping of Modern Gujarat: Plurality, Hindutva, and Beyond. Penguin Books India. ISBN 978-0-14-400038-8.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Dwarkadhish.org Official website of Jagad Mandir Dwarka
- დვარკა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Brockman 2011, p. 94.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Desai 2007, p. 285.
- ↑ Development of Ramayana and Krishna Circuits. ციტირების თარიღი: 8 October 2022
- ↑ Government to develop 12 heritage cities; blueprint by 2017. Daily News and Analysis (22 April 2015). ციტირების თარიღი: 30 April 2015
- ↑ Gaur, A.S.; Tripati, Sila. Ancient Dwarka: Study Based On Recent Underwater Archaeological Investigation გვ. 56–58. National Institute of Oceanography. ციტირების თარიღი: 11 April 2015
- ↑ Gaur, A. S.; Tripati, Sundaresh; Tripati, Sila (2004). „An ancient harbour at Dwarka: Study based on the recent underwater explorations“. Current Science. 86 (9): 1256–1260. ISSN 0011-3891. JSTOR 24109935.
- ↑ Dwarka Climate & Temperature. Dwarka.climatemps.com. ციტირების თარიღი: 9 April 2015
- ↑ Station: Dwarka Climatological Table 1981–2010 გვ. 263–264. India Meteorological Department (December 2016). ციტირების თარიღი: 28 September 2020
- ↑ Extremes of Temperature & Rainfall for Indian Stations (Up to 2012). India Meteorological Department (December 2016). ციტირების თარიღი: 28 September 2020
- ↑ 10.0 10.1 Census of India 2001: Data from the 2001 Census, including cities, villages and towns (Provisional). Census Commission of India. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ივნისი 2004. ციტირების თარიღი: 1 November 2008
- ↑ Dwarka Population Census 2011. Census2011.com. ციტირების თარიღი: 1 November 2008
- ↑ Bandyopadhyay 2014, p. 71.
- ↑ 13.0 13.1 13.2 Bansal 2008, pp. 20–23.
- ↑ Jamnagar. Government of Gujarat Tourism. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 14 April 2015