დვაბზუს ეთნოგრაფიული მუზეუმი
შალვა რადიანის სახელობის დვაბზუს ეთნოგრაფიული მუზეუმი — ეთნოგრაფიული მუზეუმი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში.
შალვა რადიანის სახელობის დვაბზუს ეთნოგრაფიული მუზეუმი | |
---|---|
![]() | |
| |
დაარსდა | 20 ოქტომბერი, 1985 |
მდებარეობა | დვაბზუ |
სტატუსი | ეთნოგრაფიული |
ისტორიარედაქტირება
სოფელ დვაბზუში 1985 წლის 20 ოქტომბერს დაარსდა აკდემიკოს შალვა რადიანის (შეწირულის) სახლ-მუზეუმი, მისივე სახლში. შენობა წარმოადგენს ძველებურ ოდა-სახლს ჩუქურთმებიანი მოაჯირით. რადიანის მუზეუმის ბაზაზე 2009 წელს დაფუძნდა ეთნოგრაფიული მუზეუმი. მუზეუმისათვის შეძენილი იქნა გურული კარ-მიდამოსათვის დამახასიათებელი დამხმარე ნაგებობები: სამზადი სახლი, ბეღელი, ნალია. ოდა-სახლი, მარანი და ჭა.
ამ სახლში ცხოვრობდა ნინო ივანეს ასული ლესელიძე-შეწირულისა (გენერალ კონსტანტინე ლესელიძეს მეუღლე).
ექსპონატებირედაქტირება
მუზეუმში წარმოდგენილია გურიისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული და ყოფითი კულტურის ამსახველი მასალა, საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი, ჭურჭელი, სამეურნეო იარაღები: ოჯინჯალა, ჩეჩო, კერია, კეცი, ფილი, სპილენძის თუნგი, კარდალა, ხის გობი, ხის ჯამები, აკვანი, საჩეჩელი, ორშიმო, გოდორი, კალათი, სკამ-ლოგინა, შუაცეცხლზე ჩამოსაკიდი ჯაჭვი, კოპე, ორკოპე, ხის მაგიდა სამფეხა სკამებით, ჩამური და სხვ. მუზეუმის ტერიტორიაზე იმართება კულტურულ-საგანამანთლებლო ღონისძიებები. მუზეუმში დაცულია აგრეთვე შალვა რადიანის პირადი ნივთები და ფოტოები.