დეტერმინიზმი
დეტერმინიზმი (ლათ. determinare – განსაზღვრა), ან წინასწარგანჩინება — შეხედულება სამყაროს კანონზომიერების შესახებ, რომლის მიხედვითაც სამყაროში ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივი კავშირით არის განპირობებული, დეტერმინირებული. ამიტომ სამყაროში არ არსებობს არავითარი უმიზეზო მოვლენა ანუ შემთხვევითობა. შემთხვევითობა, მხოლოდ სუბიექტური არცოდნის გამო მოიხმარება მეცნიერებაში, თორემ თავისთავად სამყაროში არავითარი შემთხვევითობა არ არსებობს, სამყაროს მხოლოდ მკაცრი აუცილებლობა და მიზეზობრიობა მართავს.
წინასწარგანჩინება პროტესტანტიზმში
რედაქტირებაპროტესტანტიზმის მიხედვით ადამიანს არ აქვს თავისუფალი ნება. ადამიანის თავისკენ მომართვაში ერთმანეთს ეშმაკი და ღმერთი ეცილებიან და ადამიანი იქითკენ მიდის, რომლის ძალისხმევაც უფრო მეტი იქნება. მისი ნება უგულებელსაყოფია ამ ორ ძალასთან შედარებით. აქედან გამომდინარე, მადლის გარდამოსვლა გარკვეულ ადამიანებზე ხდება წინასწარგანსაზღვრულად და არა მათი დამსახურებების მიხედვით.
ადამიანურ დეტერმინიზმს არ ეთანხმებიან მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიები, რომელთა პოზიციითაც, ქრისტეს მოსვლის ერთ–ერთი შედეგი იყო ადამიანის ცხოვრებაში მანამდე არსებული, ფატალური მდგომარეობის შეცვლა, პიროვნებისათვის თავისუფალი ნებისა და არჩევანის შესაძლებლობის მინიჭება და ამით მათზე პასუხისმგებლობის დაკისრება. წინასწარგანჩინების პირობებში ადამიანისათვის რაიმე საქციელის გამო პასუხის მოთხოვნა აზრს კარგავს.
რეფორმაციის მეთოდების გარდა ეს იყო ერთ–ერთი მთავარი პოზიცია, სადაც დესიდერიუს ერასმუსისა და მარტინ ლუთერის შეხედულებები გაიყო.
ლიტერატურა
რედაქტირება- ფილოსოფია – ტ. რეხვიაშვილი, ვ. ჭიაურელი – თბილისი, 2006 წ. გვ. 234