დესაუ-ვერლიცის სამეფო ბაღი

დესაუ-ვერლიცის სამეფო ბაღი (გერმ. Dessau-Wörlitzer Gartenreich) — ერთ-ერთი პირველი და უდიდესი ინგლისური ბაღები გერმანიასა და მთელს კონტინენტურ ევროპაში. პარკები შეიქმნა XVIII საუკუნეში, ლეოპოლდ III-ის რეგენტობით. დიდი მოგზაურობიდან დაბრუნებულმა ლეოპოლდმა, რომლის ფარგლებშიც მან იტალია, ნიდერლანდები, ინგლისი, საფრანგეთი და შვეიცარია მოიარა, ბაღების აგება თავის თავზე აიღო მეგობარ არქიტექტორთან - ფრიდრიხ ვილგერმან ფონ ერდმანსდორფთან ერთად. განმანათლებლობის იდეების ძლიერი გავლენის ქვეშ მყოფმა მეგობრებმა გადაწყვიტეს ბაროკოს სტილში აეგოთ ბუნებრივი ლანდშაფტის მსგავსი ბაღები, როგორებიც მათ ინგლისში ნახეს.

დესაუ-ვერლიცის სამეფო ბაღი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iii
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 51°51′49″ ჩ. გ. 12°16′53″ ა. გ. / 51.86361° ჩ. გ. 12.28139° ა. გ. / 51.86361; 12.28139
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2000  (24-ე სესია)
ნომერი 534
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 534
ინგლ.რუს.ფრ.

დღეისათვის, დესაუ-ვერლიცის კულტურული ლანდშაფტი 142 კმ²-ს მოიცავს და შუა ელბის ბიოსფერულ ნაკრძალში, საქსონია-ანჰალტის მხარეში მდებარეობს.

2000 წელს, იუნესკომ დესაუ-ვერლიცის სამეფო ბაღი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება