დერინქუიუს მიწისქვეშა ქალაქი

დერინქუიუს მიწისქვეშა ქალაქი (თურქ. Derinkuyu Yeraltı Şehri) — კლდეში გამოკვეთილი მრავალსართულიანი მიწისქვეშა ქალაქი დერინქუიუს რაიონში, კაპადოკია, თურქეთი. ნევშეჰირ-ნიღდეს გზატკეცილზე, ნევშეჰირიდან 30 კმ-ის დაშორებით.[1]

ქალაქი ააგეს ძვ. წ. II–I ათასწლეულში და აღმოაჩინეს 1963 წელს. ორი წლის შემდეგ გაიხსნა ტურისტებისთვის. აქ მოსახლეობა საუკუნეების განმავლობაში ემალებოდა მტრის თავდასხმებს, რელიგიურ დევნასა და სხვა საფრთხეებს. ქალაქის სიმაღლეა დაახლოებით 60 მ (8 იარუსი), ძველ დროში ქალაქს შეეძლო შეეფარებინა 20 ათასამდე ადამიანი საკვებთან და პირუტყვთან ერთად. ქალაქის ფართობი ზუსტად არ არის დადგენილი. მეცნიერები თვლიან, რომ ქალაქის ტერიტორიის მხოლოდ 10-15 % არის შესწავლილი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Dorn Wolfgang. Zentralanatolien. — Кёльн: DuMont Verlag, 1997. — ISBN 3-7701-2885-0. (нем.)
  • Kostof Spiro. Caves of God: Cappadocia and its Churches. — Oxford University Press, 1989. — ISBN 0-19-506000-8
  1. Derinkuyu Yeraltı Şehri Türkçe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 Ocak 2021. ციტირების თარიღი: 10 Ocak 2021.