დერიკვარაძიში
ტბა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
დერიკვარაძიში — მყინვარული წარმოშობის ტბა საქართველოში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს კოდორის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2548 მ სიმაღლეზე. ტბის ზედაპირის ფართობია 0,08 კმ², საშუალო სიღრმე 8,1 მ, მაქსიმალური სიღრმე 22 მ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გამდინარეა.[2]
დერიკვარაძიში | |
---|---|
კოორდინატები: 42°57′49″ ჩ. გ. 41°46′26″ ა. გ. / 42.96361° ჩ. გ. 41.77389° ა. გ. | |
მდებარეობა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 2548 მ |
ფართობი | 0,08 კმ² |
საშუალო სიღრმე | 8,1 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 22 მ |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 55.
- ↑ ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 384.