დეჟავიუ
დეჟავიუ (წარმოთქმა ფრანგულად: [deʒa vy] ( მოსმენა)) — შეგრძნება, რომ მომენტი, რომელიც აწმყოში მიმდინარეობს, უკვე მომხდარა წარსულში[1][2][3][4]. დეჟავიუ არის ნაცნობობის შეგრძნება, ხოლო დეჟა ვექუ (შეგრძნება, თითქოს ეს რაღაც უკვე აღმქმელს გადახდენია/გაუვლია ცხოვრებაში) არის მოგონების განცდა[5][6]. სამეცნიერო მიღწევები დეჟავიუ-ს ხსნიან არა როგორც პრეკოგნიციას ან წინასწარმეტყველებას, არამედ, როგორც მეხსიერების ანომალიას, რომელიც ქმნის ეფექტს, თითქოს ამწამინდელი გამოცდილება ახსენდება[7][8]. ფენომენის ამგვარ ახსნას ამყარებს ის ფაქტი, რომ დეჟავიუ-ს დროს გახსენების განცდა ძალიან მძაფრია ძირითად შემთხვევებში, მაგრამ წინა გამოცდილების გარემოება (როდის, სად და როგორ მოხდა აწმყოს წინა გამოცდილება) გაურკვეველია. არსებობს ორი სახის დეჟავიუ. პათოლოგიური, რომელიც ძირითადად ასოცირებულია ეპილეფსიასთან და არაპათოლოგიური, რომელიც ფიზიოლოგიურია და შეიძლება ნებისმიერ ჯანსაღ ადამიანსაც ახასიათებდეს[9][10][11][12]. 2004 წლის კვლევებმა აჩვენეს რომ პოპულაციის 2/3-ს ჰქონია დეჟავიუს გამოცდილება[13]. სხვა კვლევებმა დაადასტურეს, რომ დეჟავიუ არის საერთო გამოცდილება ჯანმრთელი ადამიანების 31-96% ში. დეჟავიუ შეიძლება იყოს ასოცირებული ჰალუცინაციებთან, რომელიც ერთ-ერთი ინდიკატორია ნევროლოგიური ან ფსიქიატრიული დაავადებებისა[14]. ტერმინი მომდინარეობს ფრანგული ენიდან და ნიშნავს უკვე ნანახს.
აშლილობებთან კავშირი
რედაქტირებაადრეული კვლევებში ცდილობდნენ ეპოვნათ კავშირი დეჟავიუ-სა და გონებრივ დაავადებებს შორის, როგორიც არის შფოთი, დისოციაციური იდენტობის მოშლა და შიზოფრენია, თუმცა ღირებული დიაგნოსტიკური კორელაციის პოვნა ვერ შეძლეს [15]. როგორც ჩანს, დეჟავიუ-სა და შიზოფრენიას შორის, რაიმე სპეციფიკური კავშირი არ არსებობს[16][17].
ყველაზე მჭიდრო პათოლოგიური კავშირი აღმოჩნდა დეჟ ვუ- სა და საფეთქლის ეპილეფიას შორის[18][19][20][21][22][23]. ამ კორელაციამ მეცნიერებს აფიქრებინა, რომ დეჟავიუ შესაძლოა იყოს ნევროლოგიური ანომალია, რომელიც დაკავშირებულია ტვინში არასათანადო იმპულსების გადარებასთან, რომელიც გვიქმნის შეგრძნებას, რომ ის, რაც ახლა მიმდინარეობს, უკვე მომხდარა წარსულში და ამის გამოცდილება ადამიანს უკვე აქვს. როგორც ადამიანების უმეტესობა იტანჯება (არაპათოლოგიური) რეგულარული ეპილეფსიური ეპიზოდებით (ჰიპნაგოგური რეფლექსი, „jolt“) ხდება ხოლმე ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის, ჩაძინებამდე, ვარაუდობენ, რომ მსგავსი ნევროლოგიური ცდომილება ხდება დეჟავიუ-ს დროს, რაც მცდარი მეხსიერების გამომწვევი. მეცნიერები ასევე დეჟავიუ-სთან მიმართებაში ითვალისწინებდნენ გენეტიკურ ფაქტორსაც დეჟავიუ-სთან მიმართებში. ამჟამად, არცერთი გენი არ არის ცალსახად დაკავშირებული დეჟავიუ-სთან, თუმცაღა ვარაუდობენ, რომ LGII გენი, მეათე ქრომოსომაზე შესაძლოა იყოს დაკავშირებული დეჟავიუ სთან[24].
2008 წლის კვლევებმა დაადასტურა, რომ დეჟავიუ, არ არის რაიმე სახის პათოლოგიური დისოციალური გამოცდილება[25].
ფარმაკოლოგია
რედაქტირებაზოგიერთი ნარკოტიკული საშუალება ზრდის დეჟავიუს შანსებს მომხმარებლებში, რის შედეგადაც იქმენა ეფექტი, თითქოს მომენტი, რომელიც ახლა ხდება, თითქოს უკვე მომხდარა აქამდე. ზოგიერთი ფარმაცევტული წამლის ერთად მიღება ასოცირდება დეჟავიუს გამომწევევ ფაქტორთანაც. Taiminen და Jääskeläinen მა [26]. კვლევა წარადგინეს ჯანმრთელი ადამიანის შესახებ, რომელსაც დაეწყო ინტენსიური და განმეორებადი დეჟავიუ მას შემდეგ, რაც დაიწყო ამანტადინის და ფენილპროპანოლამინის მიღება, გრიპის სიმპტომების წინააღმდეგ. იგი იმდენად დაინტერესდა ამ გამოცდილებით, რომ მთლიანად დაასრულა მკურნალობის კურსი და მაშინცე ამცნო ფსიქოლოგებს და მოუწოდა საკუთარი ქეისის შესწავლისკენ. წამლის დოპამინერგიული აქტივობიდან და ადრინდელი აღმოჩენებიდან, ტვინის ელექტრული სტიმულირების შესახებ,[27]. Taiminen და Jääskeläinen მა დაასკვნეს, რომ დეჟავიუ ტვინის შუა ნაწილში ჰიპერდოპამინერიული აქტივობის შედეგია.
ახსნა
რედაქტირებამეხსიერებაზე დაფუძნებული ახსნა
რედაქტირებაკვლევებმა დეჟავიუს გამოცდილება მეხსიერების კარგად ფუნქციონირებას დაუკავშირეს[28].
დეჟავიუსა და მოგონების მსგავსებამ შეიძლება დაბადოს შეგრძნება, თითქოს ეს გამოცდილება წარსულში უკვე არსებულა[15][29]. ისეთი გამოცდილება, რომელიც ცხად ასოციაციებს იწვევს რაღაც შეგრძნებებზე, რომლის გახსენებაც შეუძლებელია, დეჟავიუდ შეიძლება იქცეს.
იმისთვის, რომ ეს შეგრძნება ექსპერიმენტულ დონეზე წარმოექმნათ, ბანისტერმა და ზანგვილმა (1941)[30][31] გამოიყენეს ჰიპნოზი, რათა გამოეწვიათ პაციენტებში პოსტ-ჰიპნოზური ამნეზია იმ მასალაზე, რომელიც მათ უკვე ნანახი ჰქონდათ. როდესაც მასალასთან შეხება განმეორდა, პოსტ-ჰიპნოზური ამნეზიით გამოწვეულმა შეზღუდულმა აქტივაციამ 10-დან 3 მონაწილეში შედეგად გამოიღო ის, რასაც ავტორები უწოდებენ „პარამნესიას“.
მეხსიერებაზე დაფუძნებულმა განმარტებებმა შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული რაოდენობის არაინვაზიური ექპერიმენტული მეთოდების განვითარება, რომელთა საშუალებითაც ექსპერიმენტულ პირობებში შემოწმებადი დეჟავიუს ანალოგი შეიძლება შეიქმნას. კლერი საუბრობს იმაზე, რომ დეჟავიუ შეიძლება იყოს ცნობა იმისა, რაც წარსულში უკვე მოხდა, ამიტომ დეჟავიუს ლაბორატორიული კვლევა ძალიან ემსგავსება მეთოდებს, რომელიც ცნობის (რამეს რომ ცნობს ადმაიანი) ფენომენის გამოკვლევისას გამოიყენება[29].
2012 წლის დეჟავიუს კვლევა, რომელშიც ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიები იყო გამოყენებული, ამ ზემოხსენებულ იდეას ეხმიანებოდა. ვირტუალური რეალობით გამოკვლევა გვთავაზობს იდეას, რომ დეჟავიუს ახლად გამოცდილ სცენასა და მანამდე გამოცდილ, მეხსიერებაში ჩარჩენილ სცენას შორის მსგავსება ქმნის[32][32]. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში გამოცდილი სცენა გონებაში არ ამოტივტივდება ახალი სცენის ხილვისას, ის მაინც ახდენს გარკვეულ გავლენას - აჩენს შეგრძნებას, რომ ახლად ნანახი სცენა ნაცნობია.
კიდევ ერთი ახსნა, რითიც დეჟავიუ შეიძლება აიხსნას, არის ე.წ. კრიპტომნეზია. ესაა შემთხვევა, როცა ნასწავლი ინფორმაცია დავიწყებულია, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც შენახულია ტვინში და მსგავსი სცენები ან გამოცდილება, ამ დავიწყებულ ცოდნას აღვიძებს ან ნაცნობობის შეგრძნებას ბადებს. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, მეხსიერება არათუ ფიქსირებულის გახსენებაა, არამედ შენახული ინფორმაციის რეკონსტრუქციის პროცესია. თითოეული მოვლენის გახსენება რეალურად ბოლო რეკონსტრუქციის გახსენებაა. ხოლო დეჟავიუ, ამ ახსნის მიხედვით, არის შენახული მონაცემისა და აწმყო გამოცდილების ზუსტი თანხვედრა[33].
1963 წელს რობერტ ეფრონმა ბოსტონის ვეტერანთა ჰოსპიტალიდან ივარაუდა, რომ დეჟავიუ გამოწვეულია დაგვიანებული სიგნალების ორმაგი ნევროლოგიური პოცესით. ეფრონმა დაადგინა, რომ ტვინში შემავალი სიგნალების დახარისხება ხდება ტვინის მარცხენა ჰემისფეროს საფეთქლის წილში. თუმცა, სიგნალები საფეთქლის წილში ორჯერ შედიან პროცესის დაწყებამდე, თითოეული ჰემისფეროდან ერთხელ მილიწამების სხვაობით. ეფრონმა ივარაუდა, რომ თუ ეს ორი სიგნალი ასინქრონირებულია, ანუ არ დაემთხვა ერთმანეთს, სხვადასხვა გამოცდილებად პროცესირდება[34][35].
სიზმარზე დაფუძნებული ახსნა
რედაქტირებაერთ-ერთი თეორია დეჟავიუს ფენომენს უკავშირებს სიზმარში ნანახ გამოცდილებას, რომელიც შემდეგ დაგვავიწყდა და მოულოდნელად შეგვახსენა თავი ღვიძილის მდგომარეობაში[36]. დეჟავიუს გამოცდილების სპონტანურობა უცნაურ შეგრძნებას, ან შოკს იწვევს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა დეჟავიუ ხდება ადგილზე, სადაც არასდროს ვყოფილვართ.
მსგავსი ცნებები
რედაქტირებაჟამე ვუ
რედაქტირებაჟამე ვუ (ფრანგული სიტყვა, ნიშნავს „არასდროს ნანახს“) არის ფსიქოლოგიის ტერმინი, რომელიც გამოხატავს ნაცნობ სიტუაციას, რომელსაც დამკვირვებელი ნაცნობად არ აღიარებს. ჟამე ვუს ხშირად დეჟავიუს საპირისპიროდ მოიხსენიებენ და აიგივებენ უცნაურ შეგრძნებასთან, რომ ადამიანი შთაბეჭდილების ქვეშაა, თითქოს პირველად ნახულობდეს ამ კადრს. ჟამე ვუს ყველაზე მარტივი მაგალითია, როცა ადამიანი მისთვის ნაცნობ სიტყვას, ადგილს ან ადამიანს ვერ ცნობს. ჟამე ვუ ხშირად გაიგივებულია ამნეზიის, ადაზიის და ეპილეფსიის გარკვეულ სახეებთან.
ბოდვითი აშლილობის ან ინტოქსიკაციის მქონე ადამიანში ჟამე ვუმ შეიძლება გამოიწვიოს კაპგრას ბოდვა, კერძოდ პაციენტი ნაცნობ ადამიანს აბრალებს, რომ თავისი დუბლიორი და მატყუარაა[37]. თუმცა შესაძლოა საკუთარ თავზე საუბრობდეს ასე, ამიტომ აქ ადგილი აქვს დეპერსონალიზაციას. ეს შეგრძნება სემანტიკური ვალიდურობით ვლინდება. კრის მულინმა ლიდის უნივერსიტეტში 95 მოხალისეს სთხოვა სიტყვა „კარი“ 60 წამში 30ჯერ დაეწერათ. ცდისპირთა 68%-მა ჟამე ვუ განიცადა, კერძოდ საერთოდ დაეჭვდა, „კარი“ რეალური სიტყვა იყი თუ არა[37]. ამ ფენომენს ასევე „ვუჟა დეს“ და „ვეჟა დუს“ უწოდებენ[38][39].
პრესკ ვუ
რედაქტირებაპრესკ ვუ (ფრანგულ ენაში „თითქმის ნანახი“) არის ძლიერი შეგრძნება რაღაცის განჭვრეტის, შეცნობის. მაშინ როცა რეალურად ასეთი განჭვრეტა არ მომხდარა. ამ შეგრძნებას ხშირად უკავშირებენ არასრულყოფილების დამთრგუნველ გრძნობას[40].
დეჟა რევე
რედაქტირებადეჟა რევე(ფრანგულში ნიშნავს უკვე დასიზმრებულს) - ესაა შეგრძნება, რომ რა გამოცდილებასაც იღებ, სიზმრად უკვე გინახავს[41].
დეჟა ანტანდუ
რედაქტირებადეჟა ანტანდუ - (სიტყვასიტყვით „უკვე გაგონილი“) არის გამოცდილება, როცა ადამიანი დარწმუნებულია, რომ უკვე გაგონილი გაქვს რაღაც, მიუხედავად იმისა, რომ დეტალებში სათუოა ან უფრო მეტად, წარმოსახვის ნაყოფია[42][43].
ლიტერატურა
რედაქტირება- What is déjà vu?. Psychology Today (2010-01-05).
- Draaisma, Douwe (2004). Why life speeds up as you get older. Cambridge University Press. ISBN 0-521-69199-0.
- Hughlinks-Jackson, J. (1888). „A particular variety of epilepsy "intellectual aura", one case with symptoms of organic brain disease“. Brain. 11 (2): 179–207. doi:10.1093/brain/11.2.179.
- Carey, Benedict (2004-09-14). „Déjà Vu: If It All Seems Familiar, There May Be a Reason“. New York Times. ციტირების თარიღი: 2010-05-01.
- Ratliff, Evan (2006-07-02). „Déjà Vu, Again and Again“. New York Times. ციტირების თარიღი: 2010-05-01.
- „When déjà vu is more than just an odd feeling“. The Ottawa Citizen. 2006-02-20. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-05. ციტირების თარიღი: 2018-02-05.
- UGH! I Just Got the Creepiest Feeling That I Have Been Here Before: Déjà vu and the Brain, Consciousness and Self. Neurobiology and Behavior (1998). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-06. ციტირების თარიღი: 2018-02-05.
- The Tease of Memory. The Chronicle of Higher Education (2004-07-23). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-09-11. ციტირების თარიღი: 2018-02-05.
- The Psychology Of Deja Vu. Science Daily (2008-11-19).
- Herbert, Wray. (2008-10-23) And I feel like I've been here before. Psychological Science. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-11. ციტირების თარიღი: 2018-02-05.
- McHugh TJ; Jones MW; Quinn JJ; et al. (July 2007). „Dentate gyrus NMDA receptors mediate rapid pattern separation in the hippocampal network“. Science. 317 (5834): 94–9. doi:10.1126/science.1140263. PMID 17556551.
- Neppe, Vernon. (1983). The Psychology of Déjà vu: Have We Been Here Before?. Witwatersrand University Press.
რესურსები ინტენრნეტში
რედაქტირება- Anne Cleary discussing a virtual reality investigation of déjà vu
- Dream Déjà Vu - Psychology Today
- Chronic déjà vu - quirks and quarks episode (mp3)
- Déjà vu - The Skeptic's Dictionary
- How Déjà Vu Works — a Howstuffworks article
- Déjà Experience Research — a website dedicated to providing déjà experience information and research
- Nikhil Swaminathan, Think You've Previously Read About This?, Scientific American, June 8, 2007
- Deberoh Halber, Research Deciphers Deju-Vu Brain Mechanics, MIT Report, June 7, 2007
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Brown, A. S. (2003). „A Review of the Deja Vu Experience“. Psychological Bulletin. 129: 394–413. doi:10.1037/0033-2909.129.3.394.
- ↑ O'Connor, A. R; Moulin, C. J. A. (2010). „Recognition without identification, erroneous familiarity, and déjà vu“. Current Psychiatry Reports. 12: 165–173. doi:10.1007/s11920-010-0119-5.
- ↑ Schnider, Armin. (2008). The Confabulating Mind: How the Brain Creates Reality. Oxford University Press. pp. 167–168. ISBN 978-0-19-920675-9
- ↑ Blom, Jan Dirk. (2010). A Dictionary of Hallucinations. Springer. pp. 132-134. ISBN 978-1-4419-1222-0
- ↑ Ratliff, E. (02-06-2006). "Déjà Vu, Again and Again". The New York Times
- ↑ Illman, N. A.; Butler, C. R.; Souchay, C.; Moulin, C. J. A. (2012). „Déjà Experiences in Temporal Lobe Epilepsy“. Epilepsy Research and Treatment. 2012: 1–15. doi:10.1155/2012/539567.
- ↑ "The Meaning of Déjà Vu", Eli Marcovitz, M.D. (1952). Psychoanalytic Quarterly, vol. 21, pages: 481–489
- ↑ The déjà vu experience, Alan S. Brown, Psychology Press, (2008), ISBN 0-203-48544-0, Introduction, page 1
- ↑ Warren-Gash, Charlotte; Zeman, Adam (2003). „Déjà vu“. Practical Neurology. 3: 106–109. doi:10.1046/j.1474-7766.2003.11136.x.
- ↑ Nathan A. Illman, Chris R. Butler, Celine Souchay, and Chris J. A. Moulin. (2012). Déjà Experiences in Temporal Lobe Epilepsy. Epilepsy Research and Treatment 1–15.
- ↑ Vlasov, P. N.; Chervyakov, A. V.; Gnezditskii, V. V. (2013). „Déjà vu phenomenon-related EEG pattern: Case report“. Epilepsy & Behavior Case Reports. 1: 136–141. doi:10.1016/j.ebcr.2013.08.001.
- ↑ Labate, Angelo; Cerasa, Antonio; Mumoli, Laura; Ferlazzo, Edoardo; Aguglia, Umberto; Quattrone, Aldo; Gambardella, Antonio (2015). „Neuro-anatomical differences among epileptic and non-epileptic déjà-vu“. Cortex. 64: 1–7. doi:10.1016/j.cortex.2014.09.020.
- ↑ Brown, A. S. (2004). „The déjà vu illusion“. Current Directions in Psychological Science. 13: 256–259. doi:10.1111/j.0963-7214.2004.00320.x.
- ↑ Wild, E (Jan 2005). „Deja vu in neurology“. Journal of neurology. 252 (1): 1–7. doi:10.1007/s00415-005-0677-3. PMID 15654548.
- ↑ 15.0 15.1 Brown, Alan S. (2004). The Déjà Vu Experience. Psychology Press. ISBN 1-84169-075-9.
- ↑ Adachi, T.; Adachi, N.; Takekawa, Y.; Akanuma, N.; Ito, M.; Matsubara, R.; Ikeda, H.; Kimura, M.; Arai, H. (2006). „Déjà Vu Experiences in Patients with Schizophrenia“. Compr Psychiatry. 47: 389–393. doi:10.1016/j.comppsych.2005.12.003.
- ↑ Adachi, N.; Adachi, T.; Akanuma, N.; Matsubara, R.; Ito, M.; Takekawa, Y.; Ikeda, H.; Arai, H. (2007). „Déjà vu experiences in schizophrenia: relations with psychopathology and antipsychotic medication“. Compr Psychiatry. 48: 592–596. doi:10.1016/j.comppsych.2007.05.014.
- ↑ Neurology Channel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-20. ციტირების თარიღი: 2018-02-05.
- ↑ Howstuffworks "What is déjà vu?"
- ↑ Kovacs, N.; Auer, T.; Balas, I.; Karadi, K.; Zambo, K.; Schwarcz, A.; et al. (2009). „Neuroimaging and cognitive changes during déjà vu“. Epilepsy & Behavior. 14: 190–196. doi:10.1016/j.yebeh.2008.08.017.
- ↑ Akgül, S; Öksüz-Kanbur, N; Turan, G (2013). „Persistent déjà vu associated with temporal lobe epilepsy in an adolescent“. Turk J Pediatr. 55: 552–554.
- ↑ Warren-Gash, C; Zeman, A (2014). „Is there anything distinctive about epileptic déjà vu?“. J Neurol Neurosurg Psychiatry. 85: 143–147. doi:10.1136/jnnp-2012-303520.
- ↑ Wells, CE; Moulin, CJ; Ethridge, P; Illman, NA; Davies, E; Zeman, A (2014). „Persistent psychogenic déjà vu: a case report“. J Med Case Rep. 8: 414. doi:10.1186/1752-1947-8-414. PMC 4295571. PMID 25482434.
- ↑ Adachi, N.; Akanu, N.; Adachi, T.; Takekawa, Y.; Adachi, Y.; Ito, M.; Ikeda, H. (2008). „Déjà vu experiences are rarely associated with pathological dissociation“. Journal of Nervous and Mental Disease. 196: 417–419. doi:10.1097/nmd.0b013e31816ff36d.
- ↑ Adachi, N.; Akanu, N.; Adachi, T.; Takekawa, Y.; Adachi, Y.; Ito, M.; Ikeda, H. (2008). „Déjà vu experiences are rarely associated with pathological dissociation“. Journal of Nervous and Mental Disease. 196: 417–419. doi:10.1097/nmd.0b013e31816ff36d.
- ↑ Taiminen, T.; Jääskeläinen, S. (2001). „Intense and recurrent déjà vu experiences related to amantadine and phenylpropanolamine in a healthy male“. Journal of Clinical Neuroscience. 8 (5): 460–462. doi:10.1054/jocn.2000.0810. PMID 11535020.
- ↑ Bancaud, J.; Brunet-Bourgin, F.; Chauvel, P.; Halgren, E. (1994). „Anatomical origin of déjà vu and vivid 'memories' in human temporal lobe epilepsy“. Brain : a journal of neurology. 117 (1): 71–90. doi:10.1093/brain/117.1.71. PMID 8149215.
- ↑ Adachi, N.; Adachi, T.; Kimura, M.; Akanuma, N.; Takekawa, Y.; Kato, M. (2003). „Demographic and psychological features of déjà vu experiences in a nonclinical Japanese population“. Journal of Nervous and Mental Disease. 191: 242–247. doi:10.1097/01.nmd.0000061149.26296.dc.
- ↑ 29.0 29.1 Cleary, Anne M. (2008). „Recognition memory, familiarity and déjà vu experiences“. Current Directions in Psychological Science. 17 (5): 353–357. doi:10.1111/j.1467-8721.2008.00605.x.
- ↑ Banister H, Zangwill OL (1941). „Experimentally induced olfactory paramnesia“. British Journal of Psychology. 32: 155–175. doi:10.1111/j.2044-8295.1941.tb01018.x.
- ↑ Banister H, Zangwill OL (1941). „Experimentally induced visual paramnesias“. British Journal of Psychology. 32: 30–51. doi:10.1111/j.2044-8295.1941.tb01008.x.
- ↑ 32.0 32.1 Cleary; Brown, AS; Sawyer, BD; Nomi, JS; Ajoku, AC; Ryals, AJ; et al. (2012). „Familiarity from the configuration of objects in 3-dimensional space and its relation to déjà vu: A virtual reality investigation“. Consciousness and Cognition. 21 (2): 969–975. doi:10.1016/j.concog.2011.12.010. PMID 22322010.
- ↑ Youngson, R.. Deja Vu. The Royal Society of Medicine Health Encyclopedia. Dr R.M. Youngson. ციტირების თარიღი: 1 October 2012.
- ↑ Robert, Efron. „TEMPORAL PERCEPTION, APHASIA AND DÉJÀ VU“. Brain. 86: 403–424. doi:10.1093/brain/86.3.403.
- ↑ How déjà vu works by Lee Ann Obringer - How Stuff Works
- ↑ Lohff, David C. (2004). The Dream Directory: The Comprehensive Guide to Analysis and Interpretation. Running Press. ISBN 0-7624-1962-8.
- ↑ 37.0 37.1 Ahuja, Anjana (2006-07-24). „Doctor, I've got this little lump on my arm . . . Relax, that tells me everything“. London: Times Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-16. ციტირების თარიღი: 2010-05-01.
- ↑ The power of "Vuja De" (2013-07-03). ციტატა: „something else that you’ve done a hundred times before—and you suddenly feel as if you’re experiencing something completely new. This is vuja de,“ ციტირების თარიღი: 2016-04-11.
- ↑ Adam Grant TED Talk 2016 (HD): The surprising habits of original thinkers (February 2016). ციტატა: „Véjà du is when you look at something you've seen many times before and all of a sudden see it with fresh eyes“ ციტირების თარიღი: 2016-04-11. position mm:ss 11:12
- ↑ Blom, Jan Dirk (2009). A Dictionary of Hallucinations. Springer Science & Business Media. p. 422.
- ↑ http://www.ingentaconnect.com/contentone/imp/jcs/2017/00000024/F0020007/art00008?crawler=true
- ↑ Grinnel, Renée (2008). „Déjà Entendu“. PsychCentral. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-14. ციტირების თარიღი: 2011-04-10თარგი:Inconsistent citations დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ Mental Status Examination Rapid Record Form. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-08. ციტირების თარიღი: 2018-02-05.