დენდი დინმონტ ტერიერი
დენდი დინმონტ ტერიერი (ინგლ. Dandie Dinmont Terrier) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია დიდ ბრიტანეთშიში XVII საუკუნეში.
წარმოშობის ქვეყანა | დიდი ბრიტანეთი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
| |||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
როგორც ძველი მხატვრების ნახატებიდან ჩანს, დენდი დინმონტი სარგებლობდა ინგლისელი და შოტლანდიელი დიდგვაროვნების კეთილგანწყობით მრავალი საუკუნით ადრე, ვიდრე თავის უჩვეულო სახელს მიიღებდა. სახელი კი ვალტერ სკოტის რომანის "გაი მენერინგის" ერთ-ერთი პერსონაჟის პატივსაცემად დაერქვა. დენდი დინმონტი ძალიან დამჯერი ძაღლია, თუმცა ზოგჯერ უყვარს თავისი მაღალი ხმის მოსინჯვა, ხოლო აზარტში შესული შეიძლება სხვა ძაღლებსაც შეებას. მიმზიდველი და მშვიდობისმოყვარე, ის კარგად გრძნობს თავს ოჯახში და ძალიან დიდ სიამოვნებას იღებს პატრონების, დიდებისა და პატარების ყურადღებით.
პატრონისადმი თანდაყოლილი ყურადღების და ერთგულების გამო ის კარგი მოდარაჯეა. დენდი დინმონტს ძალიან უყვარს ინტენსიური ფიზიკური ვარჯიში, თუმცა შეუძლია დაკმაყოფილდეს ბინაში, ან პატარა ბაღში თამაშით. გრძელი ზურგი და მოკლე ფეხები ამ ძაღლებში ძრდის მალთშორისი დისკების დაავადებებისადმი მიდრეკილებას. დენდი დინმონტიკარგად ეგუება სიცხეს და სიცივეს, აქვს დაკუნთული კისერი. მსხვილ, მრგვალ, მუქ-ყავისფერ თვალებს სუფთა და მეტყველი გამოხედვა ახასიათებს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დენდი დინმონტ ტერიერი (ინგლისური)