დენაციფიკაცია
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
დენაციფიკაცია (გერმ. Entnazifizierung) — მოკავშირეთა ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავდა გაეთავისუფლებინათ გერმანული და ავსტრიული საზოგადოება, კულტურა, პრესა, ეკონომიკა, სასამართლო სისტემა და პოლიტიკა ნაცისტური იდეოლოგიისგან. პროცესი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო. განხორციელდა ნაცისტური პარტიის და SS-ის წევრების ძალაუფლებისა და გავლენის პოზიციიდან ჩამოშორებით, ნაციზმთან ასოცირებული ორგანიზაციების დაშლით და 1946 წლის ნიურნბერგის სასამართლო პროცესებში გავლენიანი ნაცისტების გასამართლებით. დენაციფიკაციის პროცესი გამყარდა პოტსდამის შეთანხმებით, რომელიც 1945 წლის აგვისტოში დაიდო.