დემინა-კაჩონის სახლი

დემინა-კაჩონის სახლი (რუს. Дом Деминой-Качони) — ძველი ორსართულიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია 1860-იანი წლების დასაწყისში. სახლი 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 დადგენილების მიხედვით არის რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი[1]. ნაგებობამ სახელი მიიღო მისი ყველაზე ცნობილი ორი მფლობელის მიხედვით. ეს მფლობელები იყვნენ: მარგარიტა კაჩონი[2] (ზოგიერთ ვერსიით გვარი იკითხება როგორც კაჩუონი)[3] და ალექსანდრა დემინა[2].

დემინა-კაჩონის სახლი
რუს. Дом Деминой-Качони
კოორდინატები 47°12′34″N 38°56′26″E / 47.20939° ჩ. გ. 38.940674° ა. გ. / 47.20939; 38.940674
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
მასალა აგური
დასრულების თარიღი 1860-იანი წლების დასაწყისი

მისამართი: ტაგანროგი, ბერძნების ქუჩა № 47.

ტაგანროგში, ბერძნების ქუჩა № 47-ში მდებარე დემინოი-კაჩონის სახლი ააგეს 1860-იან წლების დასაწყისში აგურის სტილში[2]. მისი პირველი მფლობელი იყო მარგარიტა კაჩონი - რუსეთ-ოსმალეთის მეორე ომში შავი ზღვის ფლოტის გმირის ქვრივი. მისი ქმარი ალექსანდრე კაჩონი იყო წარმოშობით ბერძენი, ლამბროს კაცონის შვილიშვილი. 1906 წელს სახლი შეიძინა და მისი ახალი მფლობელი გახდა თავადის ცოლი ალექსანდრა ვასილის ასული დემინა, რომელიც ერთი ვერსიით სახლს ფლობდა 1915 წლამდე[2], ხოლო მეორე ვერსიით სახლი მის მფლობელობაში იყო 1925 წლამდე. 1926 წელს შენობაში მოქმედებდა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ქალაქ ტაგანროგში მცხოვრები პოლონელებისათვის. სკოლაში სწავლა იწყებოდა 27 სექტემბერს[3]. 1992 წლიდან სახლი კულტურულ ძეგლადაა გამოცხადებული და დაცულია კანონის მიერ[1].

ფასადი გაფორმებულია სანდრიკებით და კლდის ქვით.

  1. 1.0 1.1 Объекты культурного наследия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-21. ციტირების თარიღი: 2017-03-20.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Деминой-Качони дом//Энциклопедия Таганрога
  3. 3.0 3.1 Дом 47. Греческая улица. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-21. ციტირების თარიღი: 2017-03-20.