ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დემერარა-მაჰაიკა (ინგლ. Demerara-Mahaica) ― რეგიონი გაიანაში. დემერარა-მაჰაიკა მოიცავს ქვეყნის დედაქალაქ ჯორჯტაუნს და მის შემოგარენს. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია სოფელი ტრიუმფი.

რეგიონი
დემერარა-მაჰაიკა
ინგლ. Demerara-Mahaica
დროშა

ქვეყანა გაიანის დროშა გაიანა
ადმ. ცენტრი ტრიუმფი
კოორდინატები 6°45′00″ ჩ. გ. 57°59′00″ დ. გ. / 6.75000° ჩ. გ. 57.98333° დ. გ. / 6.75000; -57.98333
ფართობი 2,232 კმ²
ოფიციალური ენა ინგლისური
მოსახლეობა 313,429 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 140 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-4

რეგიონს ჩრდილოეთით ესაზღვრება ატლანტის ოკეანე, სამხრეთით – ზემო დემერარა-ბერბისი, დასავლეთით – ესეკიბოს კუნძულები-დასავლეთ დემერარა, ხოლო აღმოსავლეთით – მაჰაიკა-ბერბისი.

მოსახლეობა

რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ დემერარა-მაჰაიკა სიდიდით გაიანის ყველაზე პატარა რეგიონია, ის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადმინისტრაციული ერთეულია.

წელი რაოდენობა
1980 317,475
1991 296,924
2002 310,320[1]
2012 313,429
  1. Beaie, Sonkarley Tiatun. (19 September 2007) National Population Trends: Size, Growth and Distribution (PDF Download). 2002 Population and Housing Census - Guyana National Report. Bureau of Statistics. ციტირების თარიღი: 29 August 2012