დემეთ ოზდემირი

დემეთ ოზდემირი (თურქ. Demet Özdemir; დ. 26 თებერვალი, 1992) — თურქი მსახიობი, მოდელი და მოცეკვავე. ცნობილია პერსონაჟი აილინის როლით დრამატულ სერიალში „საიდუმლოს მოგცემ“. 7 წლის ასაკში დედასთან და თავის და-ძმებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა სტამბოლში. 2018-2019 წლებში იგი თამაშობდა სანემის როლს კომედიურ-რომანტიკულ სერიალში „ნაადრევი ფრინველი“. 2019 წელს მან მიიღო საუკეთესო ქალი მსახიობის პრემია ლიბანში თავისი როლისთვის. იგი ასევე თამაშობს მთავარი გმირის ზეინეფის როლს სერიალში „შენი სახლი შენი ბედია“. არის ბრენდ „Pantene“-ს ელჩი.

დემეთ ოზდემირი
Demet Özdemir on Tolgshow.jpg
დაბადების თარიღი 26 თებერვალი, 1992 (1992-02-26) (30 წლის)
თურქეთი
ეროვნება თურქი
მოქალაქეობა თურქეთის დროშა თურქეთი
პროფესია მსახიობი და მოდელი

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება