დელ-სერო-დელ-კუევონი
დელ-სერო-დელ-კუევონი (ესპ. Sistema del Cerro del Cuevón) — მღვიმური სისტემა ესპანეთში, ასტურიაში. კარსტული წარმოშობისაა. მდებარეობს პიკოს-დე-ეუროპის ქედზე. სისტემა შედგება ორი ვერტიკალური მღვიმისაგან: საკუთრივ, დელ-სერო-დელ-კუევონი (T-33), რომლის შესასვლელი განლაგებულია ზღვის დონიდან 2019 მ სიმაღლეზე და ტორკა-დე-ლას-სასიფრაგასი (TR-2), რომლის შესასვლელი განლაგებულია 1590 მ-ზე. მღვიმური სისტემის სიღრმე შეადგენს 1589 მ-ს,[1] რომელსაც 1998 წელს მიაღწიეს.[2] წარმოადგენს ესპანეთის ყველაზე ღრმა და მსოფლიოს ერთ-ერთ უღრმეს კარსტულ მღვიმეს. დაახლოებით 1500 მ სიღრმეზე მღვიმე გადის სუბჰორიზონტულ მიწისქვეშა კოლექტორში, რომელზედაც გაედინება მდინარე მარბრეგალო. მღვიმე სიფონით მთავრდება. მღვიმეში არსებულ ყველაზე დიდ ჭას აქვს 134 მ სიღრმე.[3]
დელ-სერო-დელ-კუევონი | |
---|---|
კოორდინატები: 43°11′59″ ჩ. გ. 04°48′02″ დ. გ. / 43.19972° ჩ. გ. 4.80056° დ. გ. | |
ქვეყანა | ესპანეთი |
ტერიტორიული ერთეული | ასტურია |
აბსოლუტური სიმაღლე | 2019 მ |
სიგრძე | 7 060 მ |
სიღრმე | 1589 მ |
შესასვლელთა რაოდენობა | 2 |
ამგებელი ქანები | კირქვა |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Endokarst de la Torca del Cerro
- ↑ "-1.589m Récord de España en la Torca del Cerro del Cuevón", Estévez J. A., Subterránea 10:20-29, 1998.
- ↑ SISTEMA Sistema del Cerro del Cuevón. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-02. ციტირების თარიღი: 2018-01-11.