დელკანის კვირაცხოვლის ეკლესია

დელკანის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ დელკანში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ეკლესია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით დასრულებული ნახევარწრიული აბსიდით, ჩრდილოეთით თაღოვანი ნიშაა. სარკმლის კვალი არ ჩანს. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი ნაოთხალია. ეკლესია ადგილობრივ მოსახლეობას თუნუქით გადაუხურავს. ძეგლი დაკეტილია და მისი აზომვა ვერ მოხერხდა. აღწერა ხდება კედლის ნაპრალიდან. კამარა და კონქი ჩამოქცეულია. გარშემო მიწის დონე აწეულია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ.IV, თბ., 2008, გვ., 51