დელიქდერე (ჰანაქის რაიონი)

დელიქდერე (თურქ. Dilekdere) — სოფელი ჰანაქის რაიონში, არტაანის პროვინცია, თურქეთი. მდებარეობს არტაანიდან 43 კილომეტრში, ხოლო ჰანაქიდან 17 კილომეტრში.[1] 2020 წლის მონაცემებით სოფელში 188 ადამიანი ცხოვრობს.[2]

სოფელი
დელიქდერე
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია არტაანი
რაიონი ჰანაქი
კოორდინატები 41°11′21″ ჩ. გ. 42°56′41″ ა. გ. / 41.18917° ჩ. გ. 42.94472° ა. გ. / 41.18917; 42.94472
ადრეული სახელები ხოშურეთი, ხაშური
საფოსტო ინდექსი 75900
დელიქდერე (ჰანაქის რაიონი) — თურქეთი
დელიქდერე (ჰანაქის რაიონი)

სოფელ დილექდერეს ძველი სახელია ხოშურეთი. ხოშურეთი ქართული სახელია, მაგრამ წყაროებში მისი მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. თუმცა, შესაძლოა, იგ შეიცვალა ხაშურეთიდან, რომელიც მომდინარეობს ქართული სიტყვიდან ხაშური, რაც ნიშნავს მჟავე წყლის, ან მარილის ნალექს.[3] ადგილის სახელი თურქულში შევიდა, როგორც Hoşuret. 1595 წლით დათარიღებულ გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში იგი მოხსენიებულია როგორც Hoşuret (خوشوریت).[4] დავთარში სოფლის სხვა სახელად არის მოყვანილი Çokret (چوغوریت). 1928 წლის ოსმალეთის სოფლების სიაში ამ სოფელს ეწოდება Hoşret / Hoşrit (خوشریت).[5]

სოფელი ხოშურეთი მდებარეობს ერუშეთში, ქართული ქრისტიანობის ერთ-ერთ ადრეულ კერაში. ოსმალებმა ეს დასახლება და რეგიონი XVI საუკუნის მეორე ნახევარში დაიკავეს. სოფელში მდებარეობს ხოშურეთის ეკლესია, რომელიც აგებულია X საუკუნეში. აღნიშნული ეკლესიაც ადასტურებს, რომ ეს ძველი ქართული დასახლებაა.

1878 წლისათვის სოფელში 8 კომლი ცხოვრობდა.[6]

დიდი ხნის განმავლობაში ოსმალეთის მმართველობის ქვეშ ყოფნის შემდეგ, სოფელი ხოშურეთი ოსმალეთის იმპერიამ 1878 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ დადებული ბერლინის ხელშეკრულების შესაბამისად დაუთმო რუსეთს. სოფელი რუსეთის ადმინისტრაციამ მიერ 1886 წლის მოსახლეობის აღწერისას ჩაწერა, როგორც ხოშურეთი (Хошуретъ). სოფლის მოსახლეობა შედგებოდა 129 კაცისაგან, 69 კაცი და 60 ქალი, რომლებიც ცხოვრობდნენ 17 კომლში. სოფლის მოსახლეობა, გარდა სამი კომლისა, თურქულად იყო დაფიქსირებული. სამ კომლში შედიოდა 14 ქურთი, 7 კაცი და 7 ქალი.[7] სოფლის მოსახლეობა რუსეთის მმართველობის დროს გაიზარდა და 1896 წელს 187, ხოლო 1906 წელს 190 კაცს მიაღწია.[8]

სოფელი ხოშურეთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრებში დარჩა მას შემდეგ, რაც რუსული არმია პირველი მსოფლიო ომის ბოლოს გამოვიდა რეგიონიდან. 1920 წლის 7 მაისს დადებული მოსკოვის ზავით საბჭოთა რუსეთმა ართვინის სანჯაყი საქართველოს ნაწილად აღიარა. თუმცა, წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროს, არდაჰანის რეგიონი, მათ შორის სოფელი ხოშურეთი, თურქეთს დარჩა 1921 წლის 16 მარტს ანკარის მთავრობასა და საბჭოთა რუსეთს შორის გაფორმებული მოსკოვის ხელშეკრულებით.[9][10]

  1. Dilekdere Köyü Türkçe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 Mayıs 2015. ციტირების თარიღი: 12 Nisan 2020.
  2. Ardahan Hanak Altınemek Köy Nüfusu Türkçe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 Ekim 2017. ციტირების თარიღი: 10 Nisan 2020.
  3. "ხაშური" - A Comprehensive Georgian-English Dictionary, Londra, 2006, 2 cilt დაარქივებული 2023-11-16 საიტზე Wayback Machine. ISBN 0-9535878-3-5
  4. გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წიგნი III, თბ., 1958, გვ. 538
  5. Son Teşkilat-i Mülkiyede Köylerimizin Adları (Osmanlıca), İstanbul, 1928, s. 759.
  6. Defter-i Caba-i Eyalet-i Çıldır 1694-1732 (Osmanlıca ve Gürcüce), (Yayıma hazırlayan) Tsisana Abuladze, Tiflis, 1979, 326 sayfa.
  7. Свод статистических данных о населении Закавказскаго края, извлеченных из посемейных списков 1886 г. (Transkafkasya Bölgesinin Nüfusuna Dair 1886 Yılı Aile Listelerinden Edinilmiş istatistik Verilerin Özeti), Tiflis, 1893, Sıra no: 301.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 Aralık 2021. ციტირების თარიღი: 16 Kasım 2023.
  8. Candan Badem, Çarlık Yönetiminde Kars, Ardahan, Artvin, İstanbul, 2018, s. 111, ISBN 9786052100271.
  9. "Российско-грузинский договор 07.5.1920 г. (полный текст и карта) - один из многих нарушенных Кремлем" / "07.5.1920 tarihli Rus-Gürcü Anlaşması (tam metin ve harita) Kremlin Tarafından İhlal Edilen Birçok Anlaşmadan Biridir".. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 Mayıs 2022. ციტირების თარიღი: 16 Kasım 2023.
  10. Mustafa Kemal Atatürk, Nutuk, İstanbul, 1969, 3 Cilt, 2. cilt s. 489.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 Ekim 2021. ციტირების თარიღი: 16 Kasım 2023.