დეკრეტული დრო — ერთი საათით წინ გადაწეული ზოლური დრო. თავდაპირველად შემოღებულ იქნა რსფსრ-ში 1919 წლის 18 თებერვლის დეკრეტით[1], ხოლო სსრკ-ში სახკომსაბჭოს 1930 წლის 16 ივნისის დაადგენილებით დღის სინათლისა და ელექტროენერგიის რაციონალურად გამოყენების მიზნით. დეკრეტული დროის III სასაათო ზოლი, რომელშიც მოთავსებული იყო საქართველო მთლიანად, 4 საათით უსწრებდა მსოფლიო დროს.

1919 წლის 1 აპრილიდან 18 თებერვლის დეკრეტის საფუძელზე რსფსრ-ის ტერიტორიაზე ამოქმედდა სპეციალური ზოლური დრო[1]. 1930 წლიდან აღნიშნული დრო ამოქმედდა სსრკ-ს ტერიტორიაზეც.

1981 წელს დამატებით შემოღებული იყო საზაფხულო დრო. მარტის ბოლო კვირადღიდან სექტემბრის ბოლო კვირადღემდე საათი იწეოდა კიდევ 1 საათით, რაც ფაქტობრივად ორმაგ საზაფხულო დროს შეესაბამებოდა და კიდევ მეტ ეკონომიკურ ეფექტიანობას იძლეოდა.

ამგვარად, სსრ კავშირის ყოველი დასახლებული პუნქტის მოსახლეობა ცხოვრობდა არა იმ ზოლოს დროით, რომელშიც აღებული პუნქტი მდებარეობდა, არამედ ყოველი წლის 1 ოქტომბრიდან - 1 აპრილამდე მეზობელი, აღმოსავლეთით მდებარე პირველი ზოლის დროით, ხოლო 1 აპრილიდან - 1 ოქტომბრამდე — აღმოსავლეთით მდებარე მეორე ზოლის დროით.

ლიტერატურა

რედაქტირება