დეკრეტი ანარქიის საწინააღმდეგო ზოგიერთი ზომების შესახებ

დეკრეტი ანარქიის საწინააღმდეგო ზოგიერთი ზომების შესახებსაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების დეკრეტი.

საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1919 წლის 21 ნოემბერს ანარქიის საწინააღმდეგო ზოგიერთი ზომის შესახებ დეკრეტი მიიღო. კანონის მიზანი ქვეყნის სახელმწიფოებრივი წყობილების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა იყო. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მიენიჭა პოლიტიკური პარტიის საქმიანობის აკრძალვის უფლებამოსილება, თუ პარტია წარმოადგენდა უცხო სახელმწიფოში არსებული პარტიის ნაწილს ან ემორჩილებოდა უცხოეთში არსებული პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობას, გარდა აკრძალვისა, მინისტრს უფლება ჰქონდა ჩარეულიყო პოლიტიკური პარტიის შიდა საქმეებში ან დაეხურა ამ პარტიის ბეჭვდითი ორგანო.

აღნიშნული დეკრეტის მიხედვით შინაგან საქმეთა მინისტრს უფლება ჰქონდა გაეძევებინა საქართველოს საზღვრებიდან პირი ან აეკრძალა განსაზღვრულ ტერიტორიაზე მისთვის ცხოვრება ან დაეპატიმრებინა იგი თუ თავისი მოქმედებით ზიანს ავნებდა საქართველოს რესპუბლიკის ინტერესებს ან ცდილობდა ქვეყნის მთლიანობის დარღვევას სიტყვით ან წერილობით აგიტაციით ეწეოდა რესპუბლიკის საწინაღმდეგო ქმედებას.

დეკრეტს აქვს შენიშვნა, რომელიც განსაზღვრავს მინისტრის მიერ პირის დაპატიმრებას ან განსაზღვრულ ადგილებში ცხოვრების აკრძალვის ხანგრძლივობას ერთი წლის ვადით, ხოლო ამ ვადის გაგრძელება დამატებითი კიდევ ერთი წლით დასაშვები იყო მინისტრის შუამდგომლობით საქართველოს მთავრობის მიერ.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქანთარია ბ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 27.
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, სამართლებრივი აქტების კრებული (1918-1921), თბ., 1990