დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი — მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ქალაქ დედოფლისწყაროში. დაარსდა 1975 წელს. მუზეუმში ძირითადად დაცულია დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი თიხისა და ბრინჯაოს მასალა (ძვ. წ. VI–I საუკუნეებიდან გვიანფეოდალურ ხანამდე): საბეჭდავები, სამკაული, სამედიცინო დანიშნულების თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს პინცეტი, საკულტო სკულპტურები, კამეჩის ნიღბები, სკვითური ისრისპირები; ნუმიზმატიკა: VI ს. ვერცხლისა და ოქროს სასანური მონეტები, ქართული, ჰულაგუიდური, რუსული, გერმანული მონეტები; ეთნოგრაფიული მასალა: ქიზიყური ფარდაგები, ხურჯინები, ჯეჯიმები; ფიანდაზი, ოქრომკედით ნაქარგი ყაჯარი, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები. მუზეუმში ინახება აგრეთვე XX საუკუნის ქართველ მხატვართა ფერწერული ნამუშევრები (რ. სტურუა, ა. პოპიაშვილი, ჯ. გვიმრაძე, რ. თორდია, ვ. ალბიროვი). დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულია დაახლოებით 10 ათასი ექსპონატი. მუზეუმის პარტნიორი ორგანიზაციებია ბერლინისა და ჰალეს არქეოლოგიური ინსტიტუტები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 354.