დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის დროშა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის დროშა — დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო გერბთან ერთად. მიღებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის დროშა | |
---|---|
მიღებულია | დამტკიცებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს №7 დადგენილებით, 29 აპრილი, 2011 წ. |
პროპორცია | 2:3 |
სიმბოლიკა | მეფე თამარის მეწამული ხელრთვა |
აღწერილობა
რედაქტირებადროშა ვერტიკალურადაა გაყოფილი ორ ნაწილად: ლურჯ და მეწამულ ველებად. დროშის ცენტრში გამოსახულია ჰერალდიკური ფარი. ვერცხლის ველზე მეფე თამარის მეწამული ხელრთვა (ფარის დაშორება ზედა და ქვედა კიდეებთან წარმოადგენს დროშის სიმაღლის 1/5). დროშის პროპორციაა 2/3.