დედის დიდება (ორდენი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

"დედის დიდება" (რუს. Орден "Материнская Слава"), ორდენი, დაწესებულია სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ 1944 წლის 8 ივლისს. სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სახელით და მისი შემდგომი დამტკიცებით ამ ორდენით აჯილდოებდნენ დედებს მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკების პრეზიდიუმები. ორდენს აქვს სამი ხარისხი. III ხარისხის ორდენით აჯილდოებენ დედას, რომელმაც შობა და აღზარდა 7 შვილი, II ხარისხის ორდენით - 8 შვილის დედას, I ხარისხის ორდენით კი - 9 შვილის დედას. ორდენი ვერცხლისაა, აქვს ოვალური ფორმა. იბნევენ მკერდის მარცხენა მხარეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქსე, ტ. 3, გვ. 433, თბ., 1978