ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დედა — 2014 წლის კანადური დრამა, რომლის რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და მემონტაჟეა ქსავიე დოლანი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ენ დორვალი, ანტუან-ოლივიე პილონი და სიუზან კლემანი.

კინოსურათი მარტოხელა დედის შესახებ მოგვითხრობს. მას ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტიული აშლილობის მქონე თინეიჯერ ვაჟთან უწევს გამკლავება, რომელიც დროდადრო უკონტროლო და ძალადობრივი ხდება. ფილმში მოქმედება ჰიპოთეტურ მომავალში მიმდინარეობს, სადაც კანადელ მშობლებს აქვთ ლეგალური უფლება, პრობლემური ბავშვები საჯარო სამკურნალო დაწესებულებებში მოათავსონ.

ფილმი დედა-შვილის ურთიერთობაზეა ფოკუსირებული, რაც დოლანის შემოქმედებაში განმეორებადი თემაა. „დედა“ რეჟისორისთვის ენ დორვალთან მეოთხე, ხოლო სიუზან კლემანთან რიგით მესამე კოლაბორაციაა. დოლანს სცენარის დაწერა პილონის აღმოჩენენამ და ლუდოვიკო ეინაუდის მუსიკამ შთააგონა. ფილმი კვებეკში 1:1 ფორმატში გადაიღეს.

„დედა“ 2014 წლის კანის კინოფესტივალზე წარდგა, სადაც ჟიურის პრიზი მოიპოვა. ფილმმა გამოსვლისთანავე კრიტიკული და ფინანსური წარმატება დაიმსახურა. მსოფლიო მასშტაბით მისმა შემოსავალმა 13 მილიონი დოლანი შეადგინა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება