დედაკაცები
დედაკაცები (რუს. Бабы) — ანტონ ჩეხოვის მოთხრობა, რომელიც 1891 წელს დაიწერა. პირველად, 1891 წლის 25 ივნისს, გაზეთ „ახალი დრო“-ში გამოქვეყნდა.
დედაკაცები | |
---|---|
ჟანრი | მოთხრობა |
ავტორი | ანტონ ჩეხოვი |
მშობლიური ენა | რუსული |
დაწერილია | 1891 |
გამოცემულია | 25 ივნისი, 1891 |
გამოქვეყნება
რედაქტირებამოთხრობა თავდაპირველად 1891 წლის 25 ივნისს (ძველი სტილით), გაზეთ „ახალი დრო“-ს 5502-ე ნომერში გამოქვეყნდა. მცირე ცვლილებების შემდეგ, მოთხრობა 1893 წელს სანქტ-პეტერბურგში გამოცემულ კრებულში „პალატა № 6“ და კრებულის 1893-1899 წლებში გამოცემულ 2-7 გამოცემებში შევიდა.
1891 წელს ივანე გორბუნოვ-პოსადოვი ჩეხოვთან თხოვნით მივიდა: ცალკე გამოცემით გამოექვეყნებინა "...ეს ბრწყინვალე მოთხრობა ადგილობრივ ტარტიუფებზე, საზიზღარ, გარყვნილ, ღვთისმოშიშ წმინდანებზე". რამდენიმე სტილისტური დამუშავების შემდეგ ჩეხოვმა ის ადოლფ მარქსის მიერ 1889-1901 წლებში გამოცემულ თხზულებათა კრებულის მეექვსე ტომში შეიტანა.[1]
მოთხრობის გამოსვლის შემდეგ, ის სკოლებსა და საჯარო ბიბლიოთეკებში შესასწავლად აიკრძალა. განათლების სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო კომიტეტის წევრმა დიმიტრი ავერკიევმა მოთხრობა „დედაკაცებს“ შემდეგი განაჩენი გამოუტანა: „ისტორია კარგადაა დაწერილი, მაგრამ მისი მორალური საფუძველი ძალიან მერყევია იმისათვის, რომ ის საჯარო ბიბლიოთეკებისთვის ვარგისად ჩაითვალოს“.
ლევ ტოლსტოიმ ნოთხრობა „დედაკაცები“ შეტანა ჩეხოვის საუკეთესო მოთხრობების პირად სიაში. ჩეხოვის სიცოცხლეშივე მოთხრობა უნგრულ, გერმანულ და სერბო-ხორვატულ ენებზე ითარგმნა.
ლიტერატურა
რედაქტირებაЧехов А. П. Бабы // Чехов А. П. Полное собрание сочинений и писем: В 30 т. Сочинения: В 18 т. / АН СССР. Ин-т мировой лит. им. А. М. Горького. — М.: Наука, 1974—1982.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დედაკაცები, ორიგინალური რუსული ტექსტი
- დედაკაცები, ორი ადრეული (1908 და 1918) თარგმანი ინგლისურ ენაზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოთხრობა „დედაკაცები“. შენიშვნები.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-07. ციტირების თარიღი: 2017-06-23.