დებციხის ეკლესია
დებციხის ეკლესია — ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაჩუბეთში. მდებარეობს სოფლის სამხრეთ-დასავლეთით, 3 კილომეტრზე, მდინარე თეძმის მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება IX-X საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (8 X 5 მ), ნაგებია ლოდებით. დასავლეთ კედელი ამოყვანილია დაახლოებით 1,5 მეტრის სიმაღლის კედლის ტერასაზე. შესასვლელი სამხრეთიდან, კარიბჭიდან აქვს. ყოველ კედელში თითო სარკმელია. ეკლესიის სახურავი ორფერდაა, გადახურულია ბრტყელი ღარიანი კრამიტით.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 209.