დებორა ლიმა ფალაბელა (პორტ. Débora Lima Falabella; დ. 22 თებერვალი, 1979, ბელუ-ორიზონტი, მინას-ჟერაისი, ბრაზილია) — ბრაზილიელი მსახიობი, თეატრისა და კინოს რეჟისორი. პოპულარობა მოუტანა სატელევიზიო სერიალებში "კლონი" (2001) და "ბრაზილიის გამზირი" (2012) შესრულებულმა როლებმა.[1]

დებორა ფალაბელა
დაბადების თარიღი 22 თებერვალი, 1979 (43 წლის)
ბელუ-ორიზონტი, მინას-ჟერაისი, ბრაზილია
მოქალაქეობა ბრაზილიის დროშა ბრაზილია
პროფესია მსახიობი, რეჟისორი
აქტიური 1995-დან
ჯილდოები კონტიგოს პრემია

ბიოგრფია/კარიერა

რედაქტირება

დებორა ფალაბელა დაიბადა 1979 წლის 22 თებერვალს ბელო ჰორიზონტეში, მინას-ჟერაისის შტატში. მისი სამსახიობო კარიერა TV Globo-ზე დაიწყო ახალგაზრდული სატელევიზიო სერიალით New Hercules. ასევე ითამაშა სატელევიზიო სერიალებში: „ციდან დაცემული ანგელოზი“, „კლონი“, „ბედის დიასახლისი“, „ორი სახე“ და „ბრაზილიის გამზირი“.  გამოჩნდა ბრაზილიურ ფილმებში: „Cazuza - O Tempo Não Pára“, „Dois Perdidos numa Noite Suja“ და A „Dona da História“.[2]

მინისერიალში JK მან შეასრულა სარა კუბიჩეკის, ბრაზილიის პრეზიდენტის ჟუსელინე კუბიჩეკის მეუღლის როლი. 2006 წელს  მიიღო მთავარი როლი 1986 წლის ისტორიული ტელენოველის რიმეიქში „სენიორიტა“. როდესაც ქალიშვილი შეეძინა, ცოტა ხნით ჩამოსცილდა ეკრანს. 2010 წელს მსახიობი დაბრუნდა ეკრანებზე უარყოფითი კომედიური როლით სერიალში „როგორც  გაწერილია ვარსკვლავების მიერ“. 2011 წელს მიიწვიეს კომედიურ სიტკომში „უხილავი ქალბატონი“ და გახდა საერთაშორისო ემის ჯილდოს ლაურეატი. 2012 წელს მან მიიღო წამყვანი როლი ტელენოველაში „ბრაზილიის გამზირი“

ხმაურიანი წარმატების შემდეგ დებორამ თავი თეატრს მიუძღვნა.  მის მიერ შესრულებულ როლს სპექტაკლში „ბრძოლა“ არაერთი კრიტიკოსის დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და რამდენიმე ჯილდოც მოიპოვა. 2014 წელს ბრუნო გალიასთან ერთად შეასრულა მთავარი როლი გლორია პერესის სცენარის მიხედვით დადგმულ მინისერიალ ტრილერში „ორმაგი ოდენტობა“. მსახიობი პირადად მიიწვია გლორია პირესმა ირენ სტაილერის როლის შესასრულებლად ტელესერიალში „სურვილის ძალა“. ეს გახლდათ მისი პირველი სრულყოფილი უარყოფითი პერსონაჟი ტელედრამატურგიაში. შედეგად, მსახიობი დასახელდა „მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელ საუკეთესო ქალ მსახიობად“.[3] 2018 წელს შეასრულა პირველი ლედის, იზაბელას როლი ენდი სილვესტრის რომანის მიხედვით გადაღებულ სერიალში „თუ ახლა თვალებს დავხუჭავ“. ამავე დროს მიიწვიეს  ტელეარხ «Globo»-ზე ტელესერია «Aruanas»-ის პირველ სეზონში მონაწილეობის მისაღებად.[4][5]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

დებორა ფალაბელას ჰყავს ორი უფროსი და — ჯუნია (დაკავებულია სარეკლამო საქმიანობით) და სინტია, ასევე მსახიობი და რეჟისორი. 2000 წელს ურთიერთობა ჰქონდა ანდრე კურსინთან, რომელსაც შეხვდა  სერიალ "ბავშვებში" (Chiquititas) გადაღების დროს. 2001-2004 წლებში ურთიერთობაში იყო მსახიობ დანიელ დე ოლივეირთან. 2005 წელს იგი დაქორწინდა მუსიკოს ედუარდო „ჩაკ“ იპოლიტოზე. 2009 წლის 9 მაისს შეეძინა  ქალიშვილი ნინა. წყვილი 2010 წლის ოქტომბერში დაშორდა ერთმანეთს.

2011-2012 წლებში ხვდებოდა მსახიობ დანიელ ალვიმს.

ბედის ირონიით დებორა სერიალ „ბრაზილიის გამზირის“ გადაღებისას შეხვდა და ურთიერთობა დაიწყო მსახიობ მურილიო ბენისიოსთან. ისინი ასრულებდნენ მამა-შვილის როლს სერიალში „კლონი“. მსახიობები შვიდი წლის განმავლობაში იყვნენ სამოქალაქო ქორწინებაში, მაგრამ 2019 წლის მაისში მათ დაშორდნენ ერთმანეთს. 2019-2021 წლებში ის ურთიერთობაში იყო მსახიობ გუსტავო ვაზთან, მის პარტნიორთან სერიალში Aravans და ფილმში Going Wild. 2022 წლის ნოემბერში იგი დაქორწინდა რეჟისორსა და პროდიუსერ ფერნანდო ფრაიჰაზე სან-პაულუში.[6][7]

2017 წელს მიიღო იტალიის მოქალაქეობა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. "Falabella in Chiquititas"-updated April 2014
  2. "An Angel Fell from the Sky"-updated in August 2001
  3. "Glória Pires será juíza em série do Fantástico". Patrícia Kogut. Retrieved April 4, 2016.
  4. "Débora in Dois perdidos numa noite suja"-updated in September 2002
  5. "Débora Falabella fará série de Gloria Perez".
  6. Débora Falabella e Yara de Novaes apresentam peça sobre abuso no ambiente corporativo
  7. "Débora Falabella". gente.ig.com.br.