დეა პაპასკირი (დ. 26 სექტემბერი, 1978, სენაკი) — პლასტიკური ქირურგი, მედიცინის დოქტორი, კლინიკა „დეამედის“ დამფუძნებელი.

დეა პაპასკირი
დაბადების თარიღი 26 სექტემბერი, 1978
სენაკი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება რუსეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
საქმიანობა ექიმი
მეუღლე(ები) ალექსი მახარაშვილი
აკადემიური ხარისხი მედიცინის დოქტორი

ბიოგრაფია რედაქტირება

განათლება რედაქტირება

დეა პაპასკირმა 1996 წელს დაასრულა მოსკოვის მოსკოვის 24-ე სამედიცინო სასწავლებელი. 1996-2002 წლებში სწავლობდა რუსეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტერტში ქ. მოსკოვში. 2002 წლიდან ამავე უნივერსიტეტიში გაიარა კლინიკური ორდინატურა სპეციალობაში "ქირურგია", ხოლო 2010 წელს დაასრულა ასპირანტურა რუსეთის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში.

დეა პაპასკირმა თმის ტრანსპლანტაციის თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლა მოსკოვში, ჯერ კიდევ ორდინატურაში სწავლის დროს დაიწყო. მისი პირველი მასწავლებელი იყო ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი თამაზ თამაზაშვილი, ხოლო მოგვიანებით ალექსი მახარაშვილი.

სამუშაო გამოცდილება და კარიერა რედაქტირება

2003 წელს დეა პაპასკირმა და ალექსი მახარაშვილმა მოსკოვში ჩამოაყალიბეს თმის გადანერვის სპეციალიზირებულ განყოფილებას, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს. 2004 წელს დეა პაპასკირმა და ალექსი მახარაშვილმა დაიწყეს ახალი კადრების მომზდება საქართველოში. 2005 წელს მათ მიერ დაარსდა კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლი“.

დეა პაპასკირმა 2010 წელს, მოსკოვში, დაიცვა დისერტაცია, თემაზე: „თავის თმიანი ნაწილის ნაწიბუროვანი დეფექტების მქონე პაციენტების ქირურგიული მკურნალობა“, რაც გულისხმობს ნაწიბურწბში თმის გადანერგვას ფოლოკულური მიკროაუტოტრანსპლანტაციის მეთოდით.

დეა პაპასკირი არის თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS, აშშ) მოქმედი წევრი, საქართველოს თმის აღდგენის საზოგადოების (GSHR) პრეზიდენტი, საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოების (GeoPRAS) წევრი, რუსეთის თმის აღდგენითი ქირურგიის საზოგადოების (RSHRS) პრეზიდენტი და რუსეთის ქირურგთა საზოგადოების წევრი.

2018 წლის აპრილში დეა პაპასკირის ხელმძღვანელობით თბილისში გაიხსნა კლინიკა „დეამედი".

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება