და აღარავინ დარჩა
და აღარავინ დარჩა ― ინგლისელი მწერლის, აგათა კრისტის მისტიკური რომანი. არაერთი შეფასებით, რომანი ავტორის ყველაზე რთულ ნამუშევრადაა აღიარებული.[1] გაერთიანებულ სამეფოში რომანი Collins Crime Club-მა გამოსცა 1939 წლის 6 ნოემბერს, სახელწოდებით, ათი პატარა ზანგი,[2] საბავშვო ლექსის შესაბამისად, რომელიც ნაწარმოების მთავარი ელემენტია.[3][4] აშშ-ში რომანი 1940 წლის იანვარში გამოიცა სათაურით, „და აღარავინ დარჩა“, ლექსის ბოლო სიტყვების შესაბამისად.[5] შემდეგში აშშ-ში ნაწარმოები ამ სათაურით იბეჭდებოდა, გარდა Pocket Books-ის გამოცემისა (1964-1986 წლებში), რომელიც სათაურით, „ათი პატარა ინდიელი“, დაიბჭედა. ნაწარმოების 100 მილიონ ეგზემპლარზე მეტია გაყიდული.[6]
„და აღარავინ დარჩა“ | |
---|---|
ავტორი | აგათა კრისტი |
ენა | ინგლისური ენა |
გამოცემის თარიღი | 1939 |
წინამორბედი | რეგატის საიდუმლო და პუაროს ადრეული საქმეები |
მომდევნო | დაღვრემილი კვიპაროზი |
მთავარი პერსონაჟები
რედაქტირება- ანტონი ჯეიმზ მარსტონი (ტონი მარსტონი) ― უზნეო და უპასუხისმგებლო ახალგაზრდა
- თომას როჯერსი ― ყასაბი, ეთელ როჯერსის ქმარი
- ეთელ როჯერსი ― მზარეული/დიასახლისი, თომას როჯერსის ცოლი
- გენერალი ჯონ გორდონ მაკარტური ― პირველი მსოფლიო ომის გადამდგარი გენერალი და გმირი
- ემილი კაროლინ ბრენტი ― მოხუცი ღვთისმოსავი შინაბერა
- ედვარდ ჯორჯ არმსტრონგი ― ჰარლი-სტრიტის ექიმი
- უილიამ ჰენრი ბლორი ― პოლიციის ყოფილი ოფიცერი, ამჟამად, კერძო გამომძიებელი
- ფილიპ ლომბარდი ― დაქირავებული ჯარისკაცი
- ვერა ელიზაბეტ კლეიტორნი ― ახალგაზრდა ქალი, გოგონათა სასწავლებლის ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი
- ლოურენს ჯონ უორგრეივი ― გადამდგარი მოსამართლე
- ისააკ მორისი ― კუნძულის მფლობელი, მლიქვნელი იურისტი და ნარკოტიკებით მოვაჭრე
რომანის სტრუქტურა
რედაქტირებანაწარმოების სიუჟეტი საბავშვო ლექსის მიხედვით ვითარდება, რომელსაც „ათი პატარა ზანგი“ (სხვა გამოცემებში „ათი პატარა ინდიელი“ და „ათი პატარა ჯარისკაცი“ ჰქვია). ათ მსხვერპლს - რვა სტუმარი და ორი მოსამსახურე - სათითაოდ, თითო რითმის შესაბამისად კლავენ. მოკლულია „ინდიელთა კუნძულის“ მფლობელიც, თუმცა არა კუნძულზე.
ლექსი
რედაქტირებაათი ინდიელი ბიჭი გაემართა სავახშმოდ, ცხრანი დარჩნენ, ერთი ლუკმამ დაახრჩო.
იმ ცხრა ინდიელმა ბიჭმა ძილი გააბა, ერთმა ვერ გაიღიძა და დარჩა რვა.
რვა ინდიელი ბიჭი დევონს გაემგზავრა მშვიდად, ერთმა თქვა, აქ დავრჩებიო და დარჩა შვიდი.
შვიდი ინდიელი ბიჭი ერთად ჩეხდა მორებს, ექვსი დარჩა, ერთმა თავი გაიჩეხა ორად.
ქვსმა ინდიელმა ბიჭმა საფუტკრეში ითამაშა, ერთი ბაზმა დანესტრა და მხოლოდ ხუთი დარჩა.
ხუთმა ინდიელმა ბიჭმა სასამართლო გამართა, ერთი გაასამართლეს და ოთხი დარჩა ამათგან.
ოთხმა ინდიელმა ბიჭმა ზღვაში შეცურა, ერთი წითელმა ქაშაყმა ჩაყლაპა, სამი დარჩა.
სამმა ინდიელმა ბიჭმა სამხეცე არ დატოვა, ორი დარჩა, ერთი დათვმა დატოვა.
ორი ინდიელი ბიჭი მზისგულს მიეფიცხა, ერთი დარჩა, ერთი მზეზე აშიშხინდა ფიცხლად.
ერთმა ინდიელმა ბიჭმა ბევრი იდარდა, თავი ჩამოიხრჩო და აღარავინ დარჩა.[7]
ლექსსა და მკვლელობებს შორის კავშირი
რედაქტირებარიგი | პერსონაჟი | ბრალდება | მკვლელობა | ლექსის სტრიქონი[8] |
---|---|---|---|---|
ისააკ მორისი | კუნძულის მფლობელი. არალეგალურად ნაროტიკები მიჰყიდა ახალგაზრდა გოგონას, რომელიც დამოკიდებული გახდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა | კუჭის მოუნელებლობის სამკურნალოდ მოსამართლე უორგრეივის მიცემულ აბს სვამს | ||
1 | ანტონი ჯეიმზ მარსტონი | გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობისას ორი ბავშვი გაიტანა | მოწამლული ვისკის დალევის შემდეგ დაიხრჩო | Ten little nigger boys went out to dine;
One choked his little self and then there were Nine. |
2 | მისის ეთელ როჯერსი | მისი ქმრის განზრახვას დაჰყვა, ყოფილ დამსაქმებელს წამალი დროულად არ მიაწოდა, რათა მემკვიდრეობა მიეღოთ | გარდაიცვალა ძილში, ქლორჰიდრატის გადაჭარბებული დოზისგან | Nine little nigger boys sat up very late;
One overslept himself and then there were Eight. |
3 | გენერალი ჯონ გორდონ მაკარტური | მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მისი ცოლი ღალატობდა, ახალგაზრდა ოფიცერი დაზვერვაზე გაგზავნა, სადაც ცოლის საყვარელს გარანტირებული სიკვდილი ელოდა | გარდაიცვალა თავში მძიმე საგნის ჩარტყმით | Eight little nigger boys travelling in Devon;
One said he'd stay there and then there were Seven. |
4 | თომას როჯერსი | თავისი ცოლი დაიყოლია, ყოფილ დამსაქმებელს წამალი დროულად არ მიაწოდა, რათა მემკვიდრეობა მიეღოთ | შეშის ჩეხვის დროს თავში ნაჯახი ჩაარტყეს | Seven little nigger boys chopping up sticks;
One chopped himself in halves and then there were Six. |
5 | ემილი კაროლინ ბრენტი | ახალგაზრდა გოგონა, რომელიც დაფეხმძიმდა, სახლიდან გააგდო, რის შემდეგაც გოგონამ თავი ჩამოიხრჩო | საწამლავის ნემსი გაუკეთეს | Six little nigger boys playing with a hive;
A bumble-bee stung one and then there were Five. |
6 | ლოურენს ჯონ უორგრეივი | გავლენა მოახდინა ნაფიც მსაჯულებზე, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ბრალდებული უდანაშაულო იყო და სიკვდილი მიუსაჯა | შუბლში ესროლეს | Five little nigger boys going in for law;
One got in Chancery and then there were Four. |
7 | ედვარდ ჯორჯ არმსტრონგი | პასუხისმგებელი იყო მოხუცი ქალის გარდაცვალებაზე, რომელსაც ოპერაცია სიმთვრალისას გაუკეთა | კლდიდან გადაჩეხვის შემდეგ ზღვაში დაიხრჩო | Four little nigger boys going out to sea;
A red herring swallowed one and then there were Three. |
8 | უილიამ ჰენრი ბლორი | ტყუილი ჩვენება მისცა სასამართლოში, უდანაშაულო პიროვნების საწინააღმდეგოდ, რომელიც დააპატიმრეს და ციხეში მალევე გარდაიცვალა | დათვის ფორმის მარმარილოს საათი თავში დაეცა | Three little nigger boys walking in the zoo;
A big bear hugged one and then there were Two. |
9 | ფილიპ ლომბარდი | დაქირავებულმა ჯარისკაცმა სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ პროვინციაში ადგილობრივებს საკვები მოჰპარა და ბედის ანაბარად მიატოვა | მოკლა ვერა კლეიტორნმა ლომბარდის პისტოლეტით | Two little nigger boys sitting in the sun;
One got frizzled up and then there was One. |
10 | ვერა ელიზაბეტ კლეიტორნი | პატარა ბიჭს კლდისკენ გაცურვის ნება მისცა, რათა დამხრჩვალიყო, რის შემდეგაც ბიჭის ბიძას მემკვიდრეობა ერგებოდა და ვერაზე იქორწინებდა | თავი ჩამოიხრჩო | One little nigger boy left all alone;
He went and hanged himself and then there were None. |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ And Then There Were None. Agatha Christie Limited. ციტირების თარიღი: 3 July 2018
- ↑ „Review of Ten Little Niggers“. The Observer. 5 November 1939. p. 6.
- ↑ Peers, Chris; Spurrier, Ralph; Sturgeon, Jamie (1999) Collins Crime Club: a checklist of the first editions, 2nd, London, UK: Dragonby Press, გვ. 15. ISBN 1-871122-13-9.
- ↑ Pendergast, Bruce (2004). Everyman's Guide to the Mysteries of Agatha Christie. Victoria, British Columbia: Trafford Publishing, გვ. 393. ISBN 1-4120-2304-1.
- ↑ American Tribute to Agatha Christie: The Classic Years 1940–1944. J S Marcum (May 2004). ციტირების თარიღი: 16 October 2018
- ↑ Davies, Helen; Dorfman, Marjorie; Fons, Mary; Hawkins, Deborah; Hintz, Martin; Lundgren, Linnea; Priess, David; Clark Robinson, Julia. 21 Best-Selling Books of All Time. Editors of Publications International, Ltd. (14 September 2007). ციტირების თარიღი: 25 March 2009
- ↑ ლექსი თარგმნა ნანა გასვიანმა.
- ↑ Christie, Agatha (1963). Ten Little Niggers, Paperback, Collins/Fontana, გვ. 24–25.