დე-როხა-ფორტეს ციხე

(გადამისამართდა გვერდიდან და-როხა-ფორტეს ციხე)

დე-როხა-ფორტეს ციხე (ესპ. Castillo de la Rocha Forte) — გალისიაში (ესპანეთი), სანტიაგო-დე-კომპოსტელასთან ახლოს მდებარე მცირე ციხესიმაგრის ნანგრევი. პირველად 1253 წერილობით წყაროებშია მოხსენიებული, თუმცა სავარაუდოდ უფრო ადრე უნდა იყოს აშენებული.[1]

აღმოსავლეთი კედელი.

ციხე სოფელ პადროდან სანტიაგოსკენ მიმავალ სტრატეგიულ გზაზე იყო განლაგებული. ამ გზით სარგებლობდნენ პორტუგალიიდან მომავალი პილიგრიმები. სხვა ციხეებისგან განსხვავებით, ის არ მდებარეობდა მთის წვერზე, არამედ აშენებული იყო ხეობაში, სადაც უკეთესად შეეძლო ეკონტროლებინა სოფლისკენ მიმავალი გზები.[2]

დაცვითი ნაგებობის გარდა ციხეს ჰქონდა, ასევე, არქიეპისკოპოსის რეზიდენციის სტატუსიც.[2] 1317 წელს არქიეპისკოპოსად დაინიშნა ბელენგუელ დე ლანდიორა, თუმცა მოსახლეობას ის არ მოსწონდა და მის წინააღმდეგ აჯანყდა. ლანდიორამ აჯანყებულების ყველა ლიდერი სიკვდილით დასაჯა. XV საუკუნეში ირმანდიული აჯანყების დროს ციხე ძლიერად დაზიანდა და მიატოვეს. მოგვიანებით 1472 წელს ციხის კედლები დაშალეს. ფრანკოს პერიოდში ნანგრევები სამალავად გამოიყენებოდა. 1962 წელს ციხის ტერიტორიაზე ელექტო განათება დამონტაჟდა.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • SÁNCHEZ, Xosé M., PALLARES, Mª Carmen, PORTELA, Ermelindo. Rocha Forte. El castillo y su historia (2004). Junta de Galicia. ISBN 84-456-3788-2.
  • RODRÍGUEZ GONZÁLEZ, Ángel. Las fortalezas de la mitra compostelana y los "irmandiños". (1984). Colección Galicia Histórica. Fundación Pedro Barrié de La Maza Conde de Fenosa. ISBN 84-85728-39-X (Transcrición del Pleito Tabera - Fonseca)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Timeline. Rocha Forte. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 3 ივლისი 2015.
  2. 2.0 2.1 Castelo da Rocha Forte. ციტირების თარიღი: 1 July 2015