დახმარება:სათაურების მართლწერა

სათაურების სწორი ბრუნება:

სახელობითი მოთხრობა „მარიტა“ ლექს-ი „პოეტი“ რომანი „სამოსელი პირველი“ ჟურნალ-ი „ბომონდი“
მოთხრობითი მოთხრობა „მარიტამ“ ლექს-მა „პოეტმა“ რომან-მა „სამოსელმა პირველმა“ ჟურნალ-მა „ბომონდმა“
მიცემითი მოთხრობა „მარიტას“ ლექს „პოეტს“ რომან „სამოსელ პირველს“ ჟურნალ „ბომონდს“
ნათესაობითი მოთხრობა „მარიტას“ ლექს „პოეტის“ რომან „სამოსელი პირველის“ ჟურნალ „ბომონდის“
მოქმედებითი მოთხრობა „მარიტათი“ ლექს „პოეტით“ რომან „სამოსელი პირველით“ ჟურნალ „ბომონდით“
ვითარებითი მოთხრობა „მარიტად“ ლექს „პოეტად“ რომან „სამოსელ პირველად“ ჟურნალ „ბომონდად“
წოდებითი მოთხრობა „მარიტავ“ ლექს-ო „პოეტო“ რომან-ო „სამოსელო პირველო“ ჟურნალო „ბომონდო“

თუ საზღვრული წევრი თანდებულიანია, ან ბრუნვისნიშნიანი (სახელობითის გარდა), ან წინადადებაა, მაშინ მსაზღვრელი იბრუნება და არა საზღვრული:

სახელობითი მოთხრობა „ღამე მთაში“ ლექს-ი „ჰე, მამულო“ მოთხრობა „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყავრდა“
მოთხრობითი მოთხრობა-მ „ღამე მთაში“ ლექს-მა „ჰე, მამულო“ მოთხრობა-მ „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყავრდა“
მიცემითი მოთხრობა-ს „ღამე მთაში“ ლექს-ს „ჰე, მამულო“ მოთხრობა-ს „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყავრდა“
ნათესაობითი მოთხრობ-ის „ღამე მთაში“ ლექს-ის „ჰე, მამულო“ მოთხრობ-ის „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყავრდა“
მოქმედებითი მოთხრობ-ით „ღამე მთაში“ ლექს-ით „ჰე, მამულო“ მოთხრობ-ით „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყავრდა“
ვითარებითი მოთხრობა-დ „ღამე მთაში“ ლექს-ად „ჰე, მამულო“ მოთხრობ-ად „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყავრდა“
წოდებითი მოთხრობა-ვ „ღამე მთაში“ ლექს-ო „ჰე, მამულო“ მოთხრობა-ვ „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყავრდა“

შენიშვნა: თუ ბრჭყალებში ჩასმულ სათაურებს დაერთვის ბრუნვის ნიშანი ან თანდებული, ბრჭყალებშგნით უნდა დაიწეროს ერთიც და მეორეც: პოემა „ბახტრიონში“ (და არა: პოემა „ბახტრიონ“-ში), ჟურნალ „სარკის“ (და არა: ჟურნალ „სარკ“-ის).

ლიტერატურა

  • აბიტურიენტთა ინტენსიური მომზადების ცენტრი — ქართული ენა და მართლწერა, მეორე გამოცემა; ლანა ჭელიძე, ნანა სახეჩიძე, ნინო ხაჭვანი; თბილისი; 2009; გვ; 124