დაჩი ნანობაშვილი
დაჩი ნანობაშვილი (დ. 15 მარტი, 1979, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მათემატიკოსი და პედაგოგი, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2018“-ის ფინალისტი და ოლიმპიადა „ევერესტის“ დამაარსებელი.
დაჩი ნანობაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
15 მარტი, 1979 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
საქმიანობა | პედაგოგი, მათემატიკოსი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაჩი ნანობაშვილი დაიბადა 1979 წლის 15 მარტს, ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1999 წლიდან არის მათემატიკის პედაგოგი. 2009 წელს დააარსა ოლიმპიადა „ევერესტი“, სადაც მონაწილეობას იღებენ ბავშვები II-დან VI კლასის ჩათვლით. „ევერესტის“ პროექტის ფარგლებში გამოუშვა 13 ამოცანათა კრებული, რომელში შესულ ამოცანათა უმრავლესობა მისი შექმნილია. 2010 წელს იყო ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის გარე ექსპერტი. 2011 წელს იყო 1-6 კლასის მათემატიკის სახელმძღვანელოების გრიფირების ექსპერტი. 2018 წლიდან არის წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის პირველი კლასების მენეჯერი. 2018 წელს მონაწილეობა მიიღო კონკურსში „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ და მოხვდა საუკეთესო ხუთეულში (შესაბამისად გავიდა ფინალში).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დაჩი ნანობაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- დაჩი ნანობაშვილი დაარქივებული 2019-05-08 საიტზე Wayback Machine. — მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საიტი