დაღესტნის ისტორია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დაღესტანი კავკასიის ეთნიკურად ყველაზე ჭრელი რეგიონია. ისტორიულად ამ ტერიტორიაზე მრავალი სხვადასხვა სახანო თუ სამთავრო არსებობდა. დაღესტნისა და ჩეჩნეთის უდიდესი ნაწილის გაერთიანება მხოლოდ მე-19 საუკუნეში, კავკასიის ომის დროს, ისლამის დროშის ქვეშ იმამმა შამილმა მოახერხა. რეგიონში სახელმწიფო ენის სტატუსის მქონე 14 ენაა. ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან ძალაუფლება უმსხვილეს ეთნიკურ ჯგუფებს: ავარებს, დარგინებს, კუმიკებს, ლეკებს და ა.შ. - შორის ნაყოფიერი ეთნიკური ბალანსის შენარჩუნებას ემყარება. ისევე, როგორც ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ქვეყნების უმრავლესობა, დაღესტანიც ღარიბი რეგიონია.

დაღესტნის მდებარეობა ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში

დაღესტანი დღეისთვის ჩრდილოეთ კავკასიის ყველაზე ცხელი წერტილია. ჩეჩნეთის მეორე ომის დასრულებისა და გროზნოში რამზან კადიროვის პრომოსკოვური რეჟიმის განმტკიცების შემდეგ ფედერალურ მთავრობასა და მეამბოხეებს შორის ბრძოლის ეპიცენტრმა მეზობელ დაღესტანში გადაინაცვლა. ყველაფერთან ერთად, ამ ბრძოლის სისასტიკეს ისიც განაპირობებს, რომ დაღესტანში ერთმანეთს არა მხოლოდ მეამბოხეები და ხელისუფლება, არამედ ისლამის სხვადასხვა მიმართულების მიმდევრები უპირისპირდებიან. ხშირად ეს ბრძოლა შეურიგებელ და უკომპრომისო ხასითს იძენს.

დაღესტნის კულტურა

რედაქტირება

20-იანი წლები აულისათვის დამკვიდრებული წესების შეცვლის ხანა იყო. მკვეთრად შემცირდა ოქრომჭედლური ნაკეთობების დამზადება, გაძნელდა ძვირფასი ლითონების შოვნა. ოსტატები იძულებულნი იყვნენ სამუშაოს საძებნელად ქვეყნიდან წასულიყვნენ.

ხუნძები და ლაკები (იგივე ლეკები) ამზადებდნენ სპილენძის ჭედურ ჭურჭელს, ლაკების სოფელ ბალხარში შესანიშნავი კერამიკისა და სუფრის მოჭიქულ კერამიკით იწონებდნენ თავს. დაღესტნის მთებში აღმოჩენილი კერამიკის ნაწილი, თავისი ტექნოლოგიური თვისებებითა და დეკორის მეთოდით, კახური კერამიკის ანალოგიურია. სამხრეთ დაღესტნის სოფლებში მზადდებოდა ნოხები და სუმახი.

ცნობილია რომ დაღესტანში შეტანილი ქართული ქამრები შედგებოდა 11 და 16 ნაჭრისგან. დაღესტანელებმა შემდეგში საკუთარი ელემენტები შეიტანეს, ფოლაქები ნახევარმთვარის გამოსახულებით შეცვალეს (მაჰმადიანური სარწმუნოების მიხედვით). თექვსმეტნაჭრიანი ქამარი გახადეს ოცნაჭრიანი მეტად მორთულობისთვის. ბოლო დროს კი შეძლებულები 70-ნაჭრიან ქამრებს ატარებდნენ ხმლის დასაკიდებლად.

კუბაჩელ ოსტატთა ნახელავებიდან, ცნობილი იყო: კუბაჩური სამკაულები, იარაღი და საოჯახო ჭურჭელი. რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა კავკასიის ქვეყნებში.

კუბაჩელთა შორის ახლაც შემორჩენილია თქმულება, რომ კავკასიონის ქედი უნაგირშედგმული ბუმბერაზი რაშია, რომელზედაც გადაკიდებულია ხურჯინები. ერთ ხურჯინში კასპიის ზღვაა, მეორეში - შავი ზღვა, ხოლო ამ რაშზე შემჯდარ გოლიათს ოქროს მზე კასპიის ზღვიდან ამოჰქონდა და შავ ზღვაში უშვებდა (თავიანთი ნახელავის გატანა და სხვების ხელოვნების შემოტანა ჰქონდათ ნაგულისხვემი).

XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში დაღესტანში გაიზარდა საფაბრიკო პროდუქცია, გაფართოვდა ვაჭრობა, შეიცვალა საიუველირო ნაკეთობებზე მოთხოვნილებების ხასიათი. ყველაფერმა ამან შეაფერხა დაღესტნური ნაკეთობებით ვაჭრობა. გამოსავლის ძებნაში დაღესტნელი ოსტატები მშობლიურ ადგილებს ტოვებდნენ.

წყაროები:

რედაქტირება
  • გამომცემლობა ,,ხელოვნება'',თბილისი, 1971 (წიგნის სათაური - ტრადიციების კვალდაკვალ)
  • http://www.tabula.ge/ge