დასავლეთ კასპიური უნივერსიტეტი

დასავლეთ კასპიური უნივერსიტეტი (აზერ. Qərbi Kaspi Universiteti) — კერძო უნივერსიტეტი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში. უნივერსიტეტი დაარსდა 1991 წელს ჰუსეინ ბაღიროვის მიერ. უნივერსიტეტი მოიცავს 25 მთავარ სპეციალობას, სადაც 1500-მდე სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტის სახელწოდება მიუთითებს, რომ მიის მოდელი დასავლური უნივერსიტეტების სტილითა და ღირებულებებითაა აგებული. პროგრამათა დიდი ნაწილი ინგლისურ ენაზეა.

Qərb Universiteti და Qərbi Kaspi Universiteti
დაფუძნდა 1991
ტიპი უნივერსიტეტი
სტუდენტი 5 000
ქვეყანა აზერბაიჯანი
კავშირები International Council for Open and Distance Education[1]
http://www.wu.edu.az/
დასავლეთ კასპიური უნივერსიტეტის შენობა

1990-იანი წლების ბოლოს დაწესებულება ამერიკულ უნივერსიტეტებთან, როგორიცაა ინდიანის უნივერსიტეტი, თანამშრომლობდა, რაღაც ბიზნესისა და სამართლის პროგრამები შეემუშავებინა. თანამშრომლობის დიდი ნაწილი ყოფილი აშშ-ის საინფორმაციო სააგენტოს (1953-1999) მეშვეობით ხორციელდებოდა. დღეისთვის უნივერსიტეტი კანზასის უნივერსიტეტთან, მისისიპის ველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ჩრდილოეთ ალაბამის უნივერსიტეტთან და დელტის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობს.

 
უნივერსიტეტის რექტორი - ანდრიას ლიეტასი

დასავლეთ კასპიური უნივერსიტეტი 1991 წელს დაარსდა და ერთ-ერთი პირველი კერძო უნივერსიტეტი იყო აზერბაიჯანში. შემდეგში უნივერსიტეტი არაერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის, მათ შორის გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის წევრი (1992), ევროპის განვითარების ფონდის (1996), შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელი (1999), ადმინისტრაციულ მეცნიერებათა საერთაშორისო ინსტიტუტისა (2000) და ტურიზმისა და თავისუფალი დროის განათლების ევროპული ასოციაციის წევრი გახდა. დასავლეთ კასპიური უნივერსიტეტი ურთიერთთანამშრომლობს სხვადასხვა ავტორიტეტულ საერთაშორისო საგანმანათლებლო ინსტიტუტთან. უნივერსიტეტის დაარსება გამოწვეული იყო 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებში წარმოქმნილი სოციო-პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებით.

ორგანიზაცია და ადმინისტრაცია

რედაქტირება

დასავლეთ კასპიური უნივერსიტეტები მოიცავს როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს.

უმაღლესი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური ინჟინერიის სკოლა 1991 წელს დაარსდა და თავდაპირველად მათემატიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების სკოლად იწოდებოდა. ამჟამინდელი სახელი სკოლას 2017 წელს ეწოდა. სკოლა სპეციალიზებულია ინფორმაციული მეცნიერებისა და კომპიუტერული ინჟინერიის, სისტემური ინჟინერიის, კომპიუტერული ინჟინერიისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროებში. სკოლის საბაკალავრო პროგრამები მოიცავს კომპიუტერული ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, მექანიკური ინჟინერიის, ეკოლოგიური ინჟინერიის, ინჟინერიის სისტემების კონსტრუქციის, ელექტრონიკის, ტელეკომუნიკაციისა და რადიო ინჟინერიის, მექატრონიკისა და რობოტიკის ინჟინერიის, გადამამუშავებელი და აღმდგენი ტექნოლოგიების ინჟინერიის, პოიგრაფიული ინჟინერიის, სისტემური ინჟინერიის, ტყის პროდუქტებისა და ხის წარმოების ტექნოლოგიების ინჟინერიის, სამომხმარებლო საქონლის ექსპერტიზისა და მარკეტინგისა და ბიოლოგიის პროგრამებს. სკოლის სამაგისტრო პროგრამებია: ინფორმაციული სისტემების მენეჯმენტი და გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის პროგრამები. სკოლაში ფუნქციონირებს სისტემის ანალიზის, მენეჯმენტისა და ინფორმაციული პროცესის სადოქტორო პროგრამა.

 
ეროვნული დროშის დღის აღნიშვნა დასავლეთ კასპიურ უნივერსიტეტში

არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა 2017 წელს დაარსდა 1996 წელს ჩამოყალიბებული დიზაინის დეპარტამენტის საფუძველზე. სკოლაში ფუნქციონირებს დიზაინის და არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამები, დიზაინისა და ტექნიკური ესთეტიკის სამაგისტრო პროგრამა და ტექნიკური ესთეტიკისა და დიზაინის სადოქტორო პროგრამა.

დასავლეთ კასპიურ უნივერსიტეტს აქვს ეკონომიკის სკოლაც, რომლის საბაკალავრო პროგრამებიც მოიცავს: მსოფლიო ეკონომიკას, ეკონომიკას,საჯარო და მუნიციპალურ ადმინისტრირებას, სამრეწველო ინჟინერიასა და მენეჯმენს და სამომხმარებლო საქონლის ექსპერტიზასა და მარკეტინდს. სამაგისტრო პროგრამებია: საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, ეკონომიკის კანინოიერი რეგულაციის და საერთაშორისო ფინანსებისა და საკრედიტო ურთიერთობების პროგრამები. აღნიშნული სკოლის სადოქტორო პროგრამებია მსოფლიო ეკონომიკა და ადგილობრივი ეკონომიკა.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ფილოლოგიისა და თარგმნის დეპარტამენტი, რომელიც 1996 წელს შექმნილი დასავლური ენების დეპარტამენტს დაეფუძნა. 2017 წლიდან დეპარტამენტი ფილოლოგიისა და თარგმნის სკოლად გადაკეთდა. საბაკალავრო პროგრამები მოიცავს ფილოლოგიის (ინგლისური ენა და ლიტერატურა), თარგმნის (ფრანგული, გერმანული და ინგლისური ენები), ფილოლოგიის (აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურა) და ინგლისური ენისა და ლიტერატურის სწავლების პროგრამებს.

აკადემიური პროფილი

რედაქტირება
 
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ცენტრის ლოგო

დასავლეთ კასპიური უნივერსიტეტი ხელს უწყობს სამეცნიერო კვლევების განვითარებას. უნივერსიტეტის დაქვემდებარებაშია ორი კვლევითი ცენტრი: უწყვეტი ადამიანური განვითარების ინსტიტუტი და ლანდშაფტის კვლევის ინსტიტუტი.

უნივერსიტეტი აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიებითა და კვლევითი ცენტრებით. ფუნქციონირებს ფიზიკისა და ელექტრონიკის ლაბორატორია, გეომათემატიკის ცენტრი, ინფორმაციული ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო ცენტრი, მეცნიერებისა და ინოვაციის ცენტრი და ენათა ცენტრი. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მოიცავს 60 000 წიგნს. 16 000 წიგნი ინგლისურ ენაზეა.

დასავლეთ კასპიურ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს დასავლური განათლების საწვრთნელი ცენტრი, რომელსაც მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები უძღვებიან. ცენტრი მოიცავს უცხო ენების კურსებს, უცხოეთში სწავლისთვის მოსამზადებელ კურსებს, სამოქალაქო სამსახურისთვის მომზადების კურსებსა და ა.შ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://web.archive.org/web/20240407191925/https://www.icde.org/members-community/