დასავლეთ ევროპის ფართოფოთლოვანი ტყეები

დასავლეთ ევროპის პალეარქტიკული ფართოფოთლოვანი ტყეებიეკორეგიონი ზომიერ ფართოფოთლოვან და შერეული ტყეების ბუნებრივ ზონაში, რომელიც მოიცავს დასავლეთ ევროპის საკმაოდ დიდ არეალს, მათ შორის ავსტრიის, ჩეხეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და შვეიცარიის ტერიტორიებს.

ტიპური წიფლის ტყე
საფრანგეთი

გეოგრაფია

რედაქტირება

დასავლეთ ევროპის ფართოფოთლოვანი ტყეების საერთო ფართობი დაახლოებით 490 000 კმ²-ია. ეკორეგიონი განსაკუთრებით წარმოდგენილია ცენტრალურ მასივში, ცენტრალური გერმანიის მთიანეთში, იურის მთებში, ბავარიის ზეგანსა და ბოჰემიის მასივში. ძირითადად შედგება წიფლისა და შერეული წიფლის ტყეებისგან. ასევე მოიცავს ხმელთაშუაზღვის რეგიონის მცირე ნაწილს.

დასახლება

რედაქტირება

ეს ტერიტორია ათასობით წლის წინ იქნა დასახლებული. ასევე მოიცავს დიდ ქალაქებსა (ლიონი, ნანსი, მიუნხენი) და სასოფლო-სამეურნეო მიწებს. გავრცელებულია ცხოველთა და ფრინველთა სახეობები, მაგრამ მსხვილი ძუძუმწოვრების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება