დარდანელის ბრძოლა

დარდანელის ბრძოლა — საზღვაო ბრძოლა 1807 წლის 22-23 მაისს რუსეთ-ოსმალეთის ომის (1806-1812 წწ.) დროს. 18 მარტს ვიცე-ადმირალ დიმიტრი სენიავინის ესკადრამ შეკრა დარდანელის სრუტე და 22 მაისს შეუტია დარდანელიდან გამოსულ ოსმალეთის ესკადრას, რომელსაც კაფუდან-ფაშა სეიდ-ალი სარდლობდა. ბრძოლის შემდეგ ოსმალებმა სრუტეს შეაფარეს თავი. რუსებმა ამ ბრძოლაში დაკარგეს 81 კაცი, ოსმალებმა – 2 ათასზე მეტი.

დარდანელის ბრძოლა, ადმირალ ა. ს. გრეიგის რაზმი

ლიტერატურა

რედაქტირება