დარას ზავი
დარას ზავი, ორმოცდაათწლიანი ზავი — სამშვიდობო ხელშეკრულება ბიზანტიასა და ირანს შორის მათი სახელმწიფოების სასაზღვრო პუნქტ დარაში 562 წელს. ირანისა და ბიზანტიის ელჩებს შორის მოლაპარაკებისას ერთ-ერთი მთავარი ეგრისის (ლაზიკის) საკითხის გადაწყვეტა იყო. სადავო საგნად იქცა სვანეთის საკითხიც. მოლაპარაკებიასა გადაწყდა, რომ ირანელები გაიყვანდნენ ჯარს ეგრისის ტერიტორიიდან და ამ ქვეყანას დაუთმობდნენ ბიზანტიელებს, მაგრამ ირანელებმა უარი განაცხადეს ეგრისის სამეფოში შემავალი სვანეთის საერისთავოს დათმობაზე. ბიზანტიის ელჩმა, პეტრემ, ამ სადავო საკითხზე მოლაპარაკება გააგრძელა ქალაქ ბითარმაისში ირანის შაჰ ხოსრო I ანუშირვანთან, მაგრამ უშედეგოდ, სვანეთი ირანის გავლენის ქვეშ დარჩა 590 წლამდე.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ლეთოდიანი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 318.