დარანაკი (მწვერვალი)
დარანაკი (სომხ. Դարանակ) — მთა აზერბაიჯანსა და სომხეთში. მდებარეობს ვაიოცძორის პროვინციისა და აზერბაიჯანის საზღვარზე, ქალაქ ჯერმუკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 12 კილომეტრში. მწვერვალის სიმაღლე ზღვის დონიდან 3388 მეტრია[1] და წარმოადგენს ზანგეზურის ქედის ნაწილს.
დარანაკი | |
---|---|
კოორდინატები: 39°53′10″ ჩ. გ. 45°48′10″ ა. გ. / 39.88611° ჩ. გ. 45.802917° ა. გ. | |
ქვეყანა | აზერბაიჯანი სომხეთი |
სიმაღლე | 3388 მ |
ქედი | ზანგეზურის ქედი |