დარაია — შინამრეწველური წესით დამზადებული აბრეშუმის ქსოვილი (აღმოსავლეთ საქართველოში თავთა, მერდინი). ქსოვდნენ ჰორიზონტალურ საქსოვ დაზგაზე 2 ან 4 დგიმით, ქსოვილის ხლართის შესაბამისად. მას ფართოდ იყენებდნენ ყოფაში, განსაკუთრებით სამზითვოდ. საქართველოს შიდა ბაზრებზე დიდი გასავალი ჰქონდა. დარაიას თავშალები ("ქიცები") გავრცელებული იყო დასავლეთ საქართველოში, უმეტესად სამეგრელოში.

ლიტერატურა

რედაქტირება