დან-დიუ-მიდი (ფრანგ. Dents du Midi სამხრეთის კბილები) — მრავალმწვერვალიანი მთა შაბლეს ალპებში, შვეიცარიის ვალეს კანტონში. შედგება შვიდი განსხვავებული მწვერვალისგან, რომელთა შორის უმაღლესი 3 257 მეტრია. მის სამხრეთით მდებარეობს სალფანის ხელოვნური ტბა. გეოლოგიურად წარმოადგენს ოტ-გიფრის მასივის ნაწილს.

დან-დიუ-მიდი
კოორდინატები: 46°09′39″ ჩ. გ. 6°55′24″ ა. გ. / 46.16083° ჩ. გ. 6.92333° ა. გ. / 46.16083; 6.92333
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
სიმაღლე 3 257 
ქედი შაბლეს ალპები
პირველი ასვლა 16 აგვისტო, 1842
დან-დიუ-მიდი — შვეიცარია
დან-დიუ-მიდი

ქანების მოწყვეტა

რედაქტირება

2006 წლის 30 ოქტომბრის დილას, მთიდან მოსწყდა 1 000 000 მ³ მოცულობის ქანი და ზღვის დონიდან 3 000 მეტრზე ჩამოიშალა. არანაირი საფრთხე არ შეჰქმნია ახლომდებარე დასახლება ვალ-დ’ილიეს, მაგრამ უსაფრთხოების ზომების გამო ჩაიკეტა გზები და ბილიკები. როგორც კანტონის გეოლოგებმა განაცხადეს, მეწყერი გამოწვეული იყო ქანების დადნობით, რაც თავის მხრივ ბოლო რამდენიმე წლის ცხელმა ზაფხულმა გამოიწვია.

2012 წლის 17 აგვისტოს შუადღეს, მთიდან კვლავ მოსწყდა 100 000 მ³ მოუცლობის კლდე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: