დანტე ალიგიერის საზოგადოება

დანტე ალიგიერის საზოგადოება (იტალ. Società Dante Alighieri) — საერთაშორისო იტალიური ასოციაცია, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს მსოფლიოში იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაცია. საზოგადოება ატარებს შუა საუკუნეების დიდი იტალიელი პოეტის დანტე ალიგიერის სახელს.

იტალ. Società Dante Alighieri
შეიქმნა 1889
ტიპი ორგანიზაცია და არქივი[1]
ატარებს სახელს დანტე ალიგიერი
ქვეყანა იტალია
ტელეფონი +39 066873694[1]
https://ladante.it

დანტე ალიგიერის საზოგადოება დაარსდა 1889 წელს იტალიელი მწერლის ჯოზუე კარდუჩის თაოსნობით. 1993 წელს მიღებული დებულების თანახმად, საზოგადოების საქმიანობა გასცდა იტალიის ფარგლებს და მიენიჭა არასამთავრობო-არაკომერციული საერთაშორისო ასოციაციის სტატუსი. იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან 1993 წელს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, დანტე ალიგიერის საზოგადოება გასცემს იტალიური ენის კომპეტენციის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს „PLIDA" (Progetto Lingua Italiana Dante Alighieri).

დანტე ალიგიერის საზოგადოების სათავო ოფისი მდებარეობს რომში, მსოფლიოს ყველა კონტინენტზე კი გახსნილია საზოგადოების 500-მდე საზღვარგარეთული კომიტეტი. თბილისის კომიტეტი დაარსდა 2007 წელს. ის მჭიდროდ თანამშრომლობს განათლებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე ადგილობრივ და ევროპულ ინსტიტუტებთან. კომიტეტთან ფუნქციონირებს აგრეთვე PLIDA-ს სასერტიფიკაციო ცენტრი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება