დანიის კონსტიტუცია

დანიის სამეფოს კონსტიტუციური აქტი (დან. Danmarks Riges Grundlov) ასევე ცნობილი როგორც დანიის სამეფოს კონსტიტუცია (დან. Grundloven, ფარ. Grundlógin, გრენლ. Tunngaviusumik inatsit) — დანიის სამეფოს კონსტიტუცია, რომელიც თანაბრად ვრცელდება დანიის მთელ ტერიტორიაზე: კონტინენტურ დანიაში, გრენლანდიასა და ფარერის კუნძულებზე. პირვველი დემოკრატიული კონსტიტუცია 1849 წელს მიიღეს, რომელმაც 1665 წლის აბსოლუტისტური კონსტიტუცია შეცვალა. ამჟამინდელი კონსტიტუცია 1953 წელსაა მიღებული. კონსტიტუციური აქტი რამდენჯერმე შეიცვალა. კონსტიტუცია ისეა ფორმულირებული, რომ დღემდე გამოიყენება.[1]

დანიის პირველი კონსტიტუციის გარეკანი

კონსტიტუციის მიხედვით, დანია კონსტიტუციური მონარქიაა. ქვეყანაში საპარლამენტო სისტემაა. ეყრდნობა ძალაუფლების დანაწილების პრინციპს ფოლკეტინგს (რომელიც იღებს კანონებს), მთავრობასა (რომელიც აღასრულებს მათ) და სასამართლოს (რომელიც კანონების შესაბამისობას აკონტროლებს) შორის. კონსტიტუციის მიხედვით, დანიელ ხალხს აქვს ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის: სიტყვის, რელიგიის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება. კონსტიტუცია ვრცელდება დანიაში მყოფ ყველა ადამიანზე, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი დანიის მოქალაქეები.[2]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. The Constitutional Act of Denmark. The Danish Parliament (Folketinget). ციტირების თარიღი: 14 April 2016
  2. Holm, Thue Ahrenkilde; Rohde, Thomas Søgaard (21 November 2019). „DF mener, at Grundloven kun er til for danske statsborgere – men en afdød professor og tre nulevende eksperter er dybt uenige“. Berlingske (დანიური). ციტირების თარიღი: 29 October 2019.