დამიანე (დიპლომატი)
დამიანე — XV საუკუნის II ნახევრის დიპლომატი. 1483 წელს მონაწილეობდა კახთა მეფის ალექსანდრე I-ის მიერ მოსკოვში გაგზავნილ ელჩობაში; იგი იყო კახეთის სამეფოს პირველი ოფიციალური დესპანი მოსკოვში, რომლის მიზანი იყო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ასათიანი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 302.