დალ-რიადა
(გადამისამართდა გვერდიდან დალ რიადა)
დალ-რიადა (გელ. Dál Riata) — ადრე შუასაუკენეების დროინდელი გელების სამეფო, რომელიც მოიცავდა შოტლანდიის დასავლეთ სანაპიროს (არგაილისა და ბიუტის ოლქის თანამედროვე ტერიტორია) და ირლანდიის ჩრდილოეთ ნაწილს (თანამედროვე ანტრიმის საგრაფოს ტერიტორია).
V საუკუნის დამლევს მჭიდროდ დასახლებული ირლანდიის დალ-რიადას მიწებიდან ირლანდიელების ნაწილი აიყარა და ბრიტანეთის ჩრდილოეთში გადასახლდა. მათ იქ სამეფო დააარსეს, რომელსაც შოტლანდიის დალ-რიადა ეწოდა. 843 წელს პიქტებთან გაერთიანებით ჩამოყალიბდა შოტლანდიის სამეფო.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- CELT: ელექტრონული ტექსტები - კორკის უნივერსიტეტისგან
- Annals of Clonmacnoise - Cornell
- ბედეს საეკლესიო ისტორია (pdf) - CCEL, ა.მ. სელარის თარგმანი.
- ციფრული არქივი - გლაზგოს უნივერსიტეტი
- შრომები დაარქივებული 2008-06-02 საიტზე Wayback Machine. - ანტიკური შოტლანდიის საზოგადოებაზე (PSAS) 1999 წლის ჩთვლით (pdf).
- კინტირიის ისტორია დაარქივებული 2012-03-04 საიტზე Wayback Machine.