დალი ჩხეიძე
დალი (თინათინ) დავითის ასული ჩხეიძე (დ. 26 დეკემბერი, 1927, თბილისი — გ. 27 დეკემბერი, 1993) — ქართველი კომპოზიტორი და პედაგოგი. საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1950), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1949 წელს (საკომპოზიციო), 1951 წელს (საფორტეპიანო).
1949-1959 წლებში იყო ილუსტრატორი და ფორტეპიანოს პედაგოგი თბილისის I მუსიკალურ სკოლასა და I სამუსიკო სასწავლებელში; 1951 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კონცერტმეისტერი, 1959 წლიდან პედაგოგი, 1972 წლიდან დოცენტი, ფორტეპიანოს კათედრის პროფესორი; მთავარი ყურადღება მის შემოქმედებაში ენიჭება საფორტეპიანო ნაწარმოებებს; ავტორია: სამი საფორტეპიანო კონცერტის, რვანაწილიანი კანტატის(1967), სავიოლინო კონცერტინოსი(1962), ერთნაწილიანი კონცერტი ორი არფისათვის(1963), კონცერტი–ფანტაზია ალტისა და ორკესტრისათვის(1969), კამერულ–ინსტრუმენტული პიესები, ვოკალურ–სიმფონიური ნაწარმოებები, ნაწარმოებები ორკესტრისათვის, კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები, საგუნდო ნაწარმოებები, რომანსები, გუნდები, გუნდები ა კაპელა, სიმღერები, საბავშვო სიმღერები.
ლიტერატურა
რედაქტირება- Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 251