დალი კანკავა (დ. 16 მარტი, 1956, ოჩამჩირე) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1984–1985 წლებში იყო მე–4 მთავარი სამმართველოს საკონსულტაციო პოლიკლინიკის ექიმი–ნევროპათოლოგი. 1981-1989 წლებში პ. სარაჯიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი. 1989–1992 წლებში უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1992 წლიდან მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომის.

1989 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ზემო კიდურის პერიფერიულ ნერვებზე მიკროქირურგიული რეკონსტრუქციულ–აღდგენითი ოპერაციების შორეული შედეგების ფუნქციონალურ–კლინიკო–ელექტრონოგრაფიული დახასიათება.“

ლიტერატურა რედაქტირება

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 139

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება