დალაპორტეს სახლი
დალაპორტეს სახლი (რუს. Дом Даллапорте) — ძველი ორსართულიან სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში.
დალაპორტეს სახლი რუს. Дом Даллапорте | |
---|---|
კოორდინატები | 47°12′46″N 38°55′54″E / 47.212677° ჩ. გ. 38.931682° ა. გ. |
მდებარეობა | ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
დასრულების თარიღი | XIX საუკუნის მეორე ნახევარი |
გარე სურათები | |
---|---|
დალაპორტეს სახლი | |
სკულპტურული კომპოზიცია „მეგობრობა არ ჟანგდება“ |
მისამართი: ტაგანროგი, იტალიის შესახვევი № 9.
ისტორია
რედაქტირებაორსართულიანი სახლი იტალიის შესახვევში ააგეს XIX საუკუნის მეორე ნახევარში დონელი კაზაკების მაიორის ალექსანდრე ეგოროვის სახსრებით. მოგვიანებით პირველი გილდიის ვაჭრის ივან პავლეს ძე დალაპორტეს ცოლის ეკატერინა ეგორის ასულის თხოვნით, რომელიც ამ დროისათვის უკვე სახლის ახალი დიასახლისი იყო, დააშენეს მეორე სართული.
სახლის მფლობელის, დალაპორტეს ოჯახში 1834 წელს დაიბადა ბიჭი, პანაგი. თავად ივანე პავლეს ძე გარდაიცვალა 1870 წელს მძიმე ავადმყოფობის შედეგად 70 წლის ასაკში.
XX საუკუნის დასაწყისში დალაპორტეს მემკვიდრეებმა გაყიდეს. იგი იყიდა ტაგანროგის მემკვიდრეობით საპატიო მოქალაქემ მინა ეგორის ძე სინოდი-პოპოვმა და კონსტანტინე ნიკოლოზის ძის ცოლმა ელენა სემიონის ასული ავერინომ. 1921 წლის მაისში ელენა ავერინო გარდაიცვალა ინფარქტის შედეგად 78 წლის ასაკში. ამ პერიოდისათვის სახლი შეფასებული იყო 26 000 რუბლად.
საბჭოთა მმართველობის პერიოდში მოხდა სახლის ნაციონალიზაცია. ამჟამად შენობაში განთავსებულია სილამაზის სალონი და საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზია. მეორე სართულზე განთავსებულია საცხოვრებელი ოთახები.
აღწერა
რედაქტირებაიტალიის შესახვევში მდებარე დალაპორტეს ორსართულიანი აგურის შენობა ასიმეტრიულია. პირველი სართულის ფასადზე ექვსი ფანჯარაა, ხოლო მეორე სართულზე - 5. შენობას აქვს ნახევრად სარდაფის სართული ფანჯრებით. ზედა სართულის ნაპირა ფანჯრები გაფორმებულია სანდრიკებით, ოთხ-ოთხი პილასტრით[1].
ბინის წინ 2010 წელს დადგეს აკოფ ხალაფიანის სკულპტურული კომპოზიცია „მეგობრობა არ ჟანგდება“(„კლოუნი და კომპანია“)[2].
ლიტერატურა
რედაქტირება- Волошин В. Вдоль и поперёк Итальянского. — Таганрог: ИП Кравцов В.А., 2012. ISBN 978-5-904585-27-3.
- Гаврюшкин О. П. По старой Греческой... (Хроника обывательской жизни). — Таганрог: Лукоморье, 2003. — 514 с. — ISBN 5-901565-15-0.
- Давидич Т. Ф. Стиль как язык архитектуры. — Харьков: Изд-во Гуманитарный центр, 2010. — 336 с. — ISBN 978-966-8324-70-3.
- Собрание фасадов Его Императорского Величества, высочайше апробированных для частных строений в городах Российской империи. Ч. 1-4. СПб., 1809–1812.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Таганрог. Итальянский переулок. д. 9 დაარქივებული 2014-03-25 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Глазычев В. Л. Архитектура. Энциклопедия. — М.: Дизайн. Информация. Картография; Астрель; АСТ, 2002. — 672 с. — ISBN 5-17-005418-1.
- ↑ Скульптурная композиция "Дружба не ржавеет"