დავოლა-ვაროში
დავოლა-ვაროში (სერბ. Ђавоља варош) — ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა სერბეთის სამხრეთით მდებარე რადანის მთებში. მდებარეობს ქალაქ კურშუმლიიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 27 კილომეტრზე[1].
ბუნების ძეგლი შედგება 202 ქვის სვეტისაგან, რომელთა სიმაღლეც 2 მეტრიდან 5 მეტრამდე მერყეობს, ხოლო საშუალო დიამეტრი 1 მ-ია. სვეტებს თავზე ადევთ ქვის „ქუდები“, რომელთა წონაც 100 კგ-ს აღწევს. ქვის სვეტები წარმოიქმნა გამოფიტვის შედეგად.
1959 წელს დავოლა-ვაროში დაცული ტერიტორიის სტატუსს იძენს, 1995 წლიდან სერბეთის მთავრობამ მას ბუნების ძეგლის სტატუსი მიანიჭა[1]. 2002 წლიდან იუნესკომ დავოლა-ვაროში მსოფლიო მემკვიდრეობის კანდიდატი ძეგლების სიაში შეიყვანა[2].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 About Devil`S Town. ციტირების თარიღი: 2015-05-16.
- ↑ The Djavolja Varos (Devil's Town) Natural Landmark. UNESCO World Heritage Centre. ციტირების თარიღი: 2015-05-16.