დავით ჭელიძე (სპორტსმენი)
ვიკიპედიელთა მოსაზრებით ეს სტატია ან სექცია უნდა შეერწყას სტატიას/სექციას დავით ჭელიძე (მკლავჭიდი) (განხილვა). |
დავით ჭელიძე (დ. 1972) — ქართველი სპორტსმენი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი 1991 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1994 წელს, 1992 წლამდე ასპარეზობდა ძიუდოში. არის რამდენიმე საერთაშორისო ჩემპიონატის გამარჯვებული და პრიზიორი. 1992 წლიდან გამოდის მკლავჭიდში. ის არის მკლავჭიდში მსოფლიოს და ევროპის პირველობების 6 გზის გამარჯვებული 1994-1999 წლებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია თბილისი, თბ,. 2002 ,გვ. 977