დავით სულიაშვილის ქუჩა
დავით სულიაშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ჩუღურეთი); კოსტა ხეთაგუროვის ქუჩიდან მოსე თოიძის შესახვევამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის 1867 წლის გეგმაზე დატანილია როგორც წყალასაწევი ქუჩა, 1934 წლის გეგმაზე — როგორც წყალსაქაჩი ქუჩა. დავით სულიაშვილის სახელი დაერქვა 1965 წელს. შემონახულია XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები.
დავით სულიაშვილის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ჩუღურეთის რაიონი |
უბანი | ჩუღურეთი |
წინა სახელები | წყალასაწევი ქუჩა, წყალსაქაჩი ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 165, ISBN 978-99928-20-35-3.