დავით სიმონია (დ. 4 აპრილი, 1990, ქუთაისი ) — ქართველი სამართალმცოდნე, საქართველოს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსი. იურიდიული დახმარების სახელმწიფო სამსახურის დირექტორი 2023 წლიდან.[1]

დავით სიმონია
დაბადების თარიღი 4 აპრილი, 1990
ქუთაისი, საქართველო
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება სამართალმცოდნე
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დავით სიმონიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2011 წელს. ამავე უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი 2013 წელს.

წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე. 2010-2012 წლებში იკავებდა „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო (ELSA)“-ს დირექტორის პოზიციას. 2012 წელს სიმონია მუშაობდა შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე. 2012-2013 წლებში ეკავა გამომძიებლის პოზიცია შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოში. 2013-2014 წლებში მუშაობდა შსს ანტიკორუფციული სააგენტოში უფროსი ოპერატიული თანამშრომლის პოზიციაზე. 2014 წლიდან 2019 წლამდე იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში.

2019 წელს დაინიშნა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ანალიტიკური და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსად. 2021 წელს დაიკავა ამავე სამსახურის დირექტორის მოადგილის თანამდებობა.

2023 წელს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის საბჭოს მიერ არჩეულ იქნა სამსახურის დირექტორად.

ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება